ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს ავრცელებს და მადლობას უხდის ყველას თანადგომისა და თანაგრძნობისთვის, რაც მის ტრაგიკულად დაღუპულ შვილს, ნიკოს გამოუხატეს როგორც ახლობლებმა, ისე სრულიად უცნობმა ადამიანებმა.
„მეგობრებო, მადლობა ამ უსაშველოდ ტკივილიანი დღეების შემსუბუქებისთვის, თანადგომისთვის, თანაგრძნობისთვის, იმ სიყვარულისთვის, რასაც ჩემს ნიკოს გამოუხატავთ უანგაროდ, ახლობლები თუ სრულიად უცხო ადამიანები. ბედნიერი დღეები გიმრავლდეთ, მსგავსი ტკივილი დედამიწის ზურგზე არავის განეცადოს…“ – წერს ნიკოს დედა.
მისივე თქმით, იმედად რჩება ნიკოს მურალი, რომელიც მას ჰენრის „უკანასკნელ ფოთოლს“ აგონებს:
„ვერ შევეგუები ქვეყანას, სადაც ჩვენს შვილებს მომავალი არ ექნებათ, სადაც სამართალი შერჩევითი იქნება. იმედს ვიტოვებ, რომ ამდენი ადამიანის დაჟინებული მოთხოვნა შედეგს გამოიღებს, თუ არა და ყველაფერი ისედაც ნათელია!
წალენჯიხა
ჯგალი“, – წერს იზა ომაძე.
შეგახსენებთ, ქართული სოციალური ქსელის Feedc-ის დამფუძნებლის ნიკო კვარაცხელიას გარდაცვალებიდან 4 წელი გავიდა.