LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავრობამ არაფერი გააკეთა, რომ სწავლა საკლასო ოთახებში დაწყებულიყო – „მშობლები განათლებისთვის“ დირექტორი

199
განათლება

არასამთავრობო ორგანიზაცია „მშობლები განათლებისთვის“ აღმასრულებელ დირექტორი მეგი კავთუაშვილი საკოორდინაციო საბჭოს მიღებულ გადაწყვეტილებას, სასწავლო წელი დისტანციურად დაიწყოს, აკრიტიკებს.

მისი თქმით, სახელმწიფომ არაფერი გააკეთა, რომ სწავლა საკლასო ოთახებში დაწყებულიყო.

„იქ, სადაც ბავშვის ჯანმრთელობა პრიორიტეტული საკითხია, მილიონობით ბავშვი უბრუნდება საკლასო ოთახებს. ჩვენთან პრიორიტეტული საკითხი არის არჩევნები, რისთვისავ მუშაობს მთელი სახელმწიფო მანქანა.

ბავშვს ხმის უფლება არ აქვს და ზიანი, რომელიც გაუნათლებლობით ადგება ბავშვს, წლების შემდეგ ჩანს და არა მყისიერად.

მმართველმა პარტიამ იცის, რომ ეს ზიანი მოახლოებულ არჩევნებზე გავლენას ვერ მოახდენს. შესაბამისად, “მშვენივრად” იფუთება ბავშვების ჯანმრთელობაზე ზრუნვით დისტანციურად სწავლის დაწყების გადაწყვეტილება.

სინამდვილეში, მთავრობამ არაფერი გააკეთა, რომ სწავლა საკლასო ოთახებში დაწყებულიყო, მართლა არაფერი. (რა უნდა გაეკეთებინა, ამაზე ცოტა მოგვიანებით).

თავიანთი მართვით შეგვიყვანეს ჩიხში და ახლა გვეუბნებიან, რომ ჩიხში ვართ და სხვა გამოსავალი არ არის.
ესაა სიმართლე და არა ის, რომ ბაშვის ჯანმრთელობაა ამ ხელისუფლების პრიორიტეტი“. – წერს მეგი კავთუაშვილი სოციალურ ქსელში.

ახალი შეზღუდვები, რომელიც ქვეყანაში მოქმედებს – საკოორდინაციო საბჭოს მორიგი გადაწყვეტილება

ბავშვები აკადემიურ რეგრესს განიცდიან – UNICEF-ის წარმომადგენელი სკოლების გახსნის აუცილებლობაზე საუბრობს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g