LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მშობლები შვილებს სამგზავრო ბარათების მეშვეობითაც გააკონტროლებენ

254

თბილისის საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის განკუთვნილ უფასო, ახალ სამგზავრო ბარათებით მშობლები შვილების გაკონტროლებას შეძლებენ, კერძოდ, მუნიციპალური ტრანსპორტით ბავშვთა გადაადგილების შესახებ ინფორმაციას მშობლები, მოკლე ტექსტური შეტყობინებით მიიღებენ.

როგორც თბილისის საკრებულოში განმარტავენ, ახალი წესის თანახმად, შესაძლებელი იქნება ბარათების რაოდენობის გაკონტროლება და შესაბამისად, ბიუჯეტის რაციონალური და მიზნობრივი ხარჯვაც, რაც მერიის ამ სამსახურს, გაცემული ბარათებისა და სკოლის მოსწავლეთა რაოდენობის შესაბამისობაში მოყვანის საშუალებას მისცემს.

მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრთა ცალკეული კატეგორიებისთვის შეღავათიანი მგზავრობის წესში ტექნიკური და შინაარსობრივი ცვლილებები, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ ვასილ აბულაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომაზე წარადგინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g