LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მშობლების დისტანციის გასაკონტროლებლად ხვალიდან დამატებით ზომებს მიიღებენ

100
107330672-269801091141748-8192138656749553947-n

გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ მიუხედავად წინასწარ გაკეთებული განცხადებებისა და მოწოდებისა, დღეს, საგამოცდო ცენტრების მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი გულშემატკივრების მხრიდან, სოციალური დისტანცია დაცული არ ყოფილა. სოფიო გორგოძის განმარტებით, ხვალიდან დამატებითი ზომების მიღება იგეგმება, მათ შორის დისტანციის დასაცავად მეტი პერსონალის მობილიზებაა დაგეგმილი. ამის შესახებ გორგოძემ დღეს ჟურნალისტებტან საუბრისას განაცხადა.

„მიუხედავად მოწოდებებისა და თხოვნისა, გულშემატკივრების თავყრილობა მაინც შეინიშნებოდა საგამოცდო ცენტრების გარე პერიმეტრზე. მიუხედავად იმისა, რომ ეს კონტროლდებოდა, ცოტა რთული იყო ამ სიტუაციის დარეგულირება. ხვალ კიდევ დამატებით ზომებს მივიღებთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად იყოს დაცული დისტანცია. მეტი პერსონალი იქნება მობილიზებული, რომ გარე პერიმეტრზე დისტანცია გაკონტროლდეს“, – განაცხადა გორგოძემ.

ახალი კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი წესებით მიმდინარეობს. აბიტურიენტები ცენტრში შესვლამდე სოციალურ დისტანციას იცავენ, თერმოსკრინინგს გადიან, ხელებს იმუშავებენ, მაგიდასთან დასხდომამდე პირბადე უკეთიათ და მისი მოხსნა არ შეუძლიათ თუ ოთახის ტემპერატურა 30 გრადუსს არ გადასცდება.

რაც შეეხება შენობის გარე პერიმეტრს, საზოგადოებრივ წესრიგს შსს საპატრულო პოლიცია იცავს, თუმცა გულშემატკივრების მხრიდან დისტანციის დაცვა, რთული გასაკონტროლებელი აღმოჩნდა. “ფორტუნას” მიერ გადაღებულ ფოტომასალაში ჩანს, რომ ისინი არც დისტანციას იცავენ და არც პირბადე უკეთიათ. საქართველოს მასშტაბით სულ 24 საგამოცდო ცენტრი მოქმედებს, აქედან 7 დედაქალაქის სხვადასხვა სკოლებშია განთავსებული.

“ჩემი შვილი ჩააბარებს” – უნდა იყოს თუ არა წელს შეღავათები აბიტურიენტებისთვის: როგორ ტარდება გამოცდები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g