მშობლების როლი ზოგადად ძალზე მნიშვნელოვანია, თუმცა, ასტროლოგიურ ჭრილში რომ შევხედოთ, ამ მხრივ გაცილებით მეტ ნიუანსს აღმოვაჩენთ, რადგან მამა ეს ჩვენი ეგო-ნებელობა და თავდაჯერებულობაა, ხოლო დედა ჩვენი შინაგანი წონასწორობა და სოციუმში ადაპტირების პრინციპი. ამით იხსნება ის, რომ თუ ადამიანებს მშობლებთან არ აქვთ ბავშვობიდან ჰარმონიული ურთიერთობა, ისინი მუდმივად უკმაყოფილოები არიან ცხოვრებით და საკუთარი თავით.