LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მშობლებმა რამდენიმე ასეთი ფაქტის შესახებ დაწერეს, ავნერვიულდით“ – ვრცელდება ცნობები, რომ თბილისის სკოლების მიმდებარედ მოსწავლეებს უცნობი მამაკაცი უთვალვალებს

388
fortuna.ge (28)

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, სოციალურ ქსელში, აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თბილისის რამდენიმე სკოლის მიმდებარედ უცნობი მამაკაცი მოსწავლეებს უთვალთვალებს და ზოგიერთ შემთხვევაში მოზარდებთან კომუნიკაციაში შესვლას ან ავტომობილში ჩაჯდომას სთავაზობს.

ჯერჯერობით დაუდასტურებელი ინფორმაციით, მსგავსი ფაქტი შენიშნეს თბილისის 126-ე, ასევე 28-ე საჯარო სკოლის მიმდებარედ.

სოციალურ ქსელში სკოლის მოსწავლეების მშობლები წერენ, რომ უცნობი მამაკაცი სკოლის მოსწავლეებს [ძირითადად გოგოებს ავტომობილში ჩაჯდომასა და გაყოლას სთხოვს.

ქუთაისში გარყვნილი ქმედების მცდელობის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს - მამაკაცი ბავშვებს თანხის სანაცვლოდ გაყოლას სთავაზობდა

აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

როგორც „ფორტუნას“ ერთ-ერთი მოზარდის მშობელმა, ნინო ყურაშვილმა უთხრა, მსგავსი ფაქტის შესახებ სოციალურ ქსელის მეშვეობით, მშობლების საერთო გვერდიდან შეიტყო, სადაც სკოლის მოსწავლის მშობლებმა ინფორმაცია გაცვალეს და ერთმანეთი გააფრთხილეს.

„ჩემი შვილი სხვა სკოლაში დადის, თუმცა მიუხედავად ამისა, გაგვაფრთხილეს. კლასის მშობლებმა „ჩატში“ დაწერეს და გვითხრეს, რომ მსგავსი რამ ხდება.

მე ან ჩემი შვილი, უშუალოდ ფაქტს არ შევსწრებივართ, უბრალოდ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მშობლებმა 2-3 ასეთი შემთხვევის შესახებ დაწერეს და ამიტომ ავნერვიულდით. დანარჩენი დეტალების შესახებ ინფორმაციას არ ვფლობ.“ – უთხრა „ფორტუნას“ ნინო ყურაშვილმა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები