LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მშობლებს ეუბნებოდნენ, რომ ბავშვი გარდაცვლილი დაიბადა… სინამდვილეში, ამ ბავშვებს ყიდდნენ“ – თამუნა მუსერიძე

234
timthumb

14 აპრილს რადიო „არ დაიდარდოს“ დილის ეთერის სტუმარი ტელეწამყვანი თამუნა მუსერიძე გახლდათ, რომელმაც თავის საქმიანობაზე და ორგანიზაციაზე „ვეძებ“ ისაუბრა.

 -თამუნა, წლების განმავლობაში იყავი რადიო ჰოლდინგ „ფორტუნას“ თანამშრომელი, მუშაობდი ტელევიზიაშიც. ახლა რას საქმიანობ?

-სამწუხაროდ აღარ ვარ რადიოში და ძალიან მწყდება ამაზე გული, მაგრამ ასე მოხდა. რაც შეეხება ჩემს ამჟამინდელ საქმიანობას, გავაკეთე არა სამთავრობო ორგანიზაცია, რომელსაც ჰქვია „ვეძებ“ და რომელიც ეხმარება ბიოლოგიურ ნათესავებს ერთმანეთის მოძებნაში, როგორც საქართველოში, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ. გარდა ამისა, ჩვენმა ჯგუფმა გააკეთა გადაცემა, ვმაუწყებლობთ „სილქ უნივერსალის“ ეთერში.

-როგორია თქვენი აქტივობა?

-რაც შეეხება აქტივობას, ჩვენს „ფეისბუქ“ ჯგუფში უკვე 60 000 ადამიანია. როდესაც ეს ჯგუფი შევქმენით, ვერც წარმოვიდგენდით, რომ ამდენი ადამიანი ეძებდა ახლობელს და რომ ამდენი დაკარგული ადამიანი იყო ჩვენს ირგვლივ. ძალიან ბევრ ადამიანს დავეხმარეთ, დღეის მონაცემით 400 ოჯახზე მეტი გავაერთიანეთ, რაც ძალიან მახარებს.

-თქვენს გადაცემაში ხშირად ვისმენთ წარმოუდგენელ ისტორიებს, იმის შესახებ თუ როგორ ატყუებდნენ სამშობიაროში მშობლებს, რომ მათი შვილი გარდაიცვალა, სინამდვილეში კი აშვილებდნენ მათ…

-მშობლებს ეუბნებოდნენ, რომ ბავშვი გარდაცვლილი დაიბადა ან დაბადებიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა, ეუბნებოდნენ, რომ სამშობიაროს ჰქონდა თავისი სასაფლაო, რომელზეც დაკრძალავდნენ ბავშვს, სინამდვილეში, ამ ბავშვებს ყიდდნენ. ჩვენ ბევრი ისეთი ბავშვიც კი ვიპოვეთ, რომელთა გარდაცვალების ცნობა არსებობს.

-თამუნა, რას იტყვი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე?

-თავიდან იმდენად მძაფრად აღვიქვამდი და განვიცდიდი, რომ „ფეისბუქზეც“ კი არ შემოვდიოდი, სულ საინფორმაციოებს ვუყურებდი, რომ სხვადასხვა წყაროებიდან გამეგო თუ რა ხდებოდა უკრაინაში, რა სიახლე იყო… ძალიან ვგულშემატკივრობ მათ და ყველანაირად ვცდილობ მაქსიმალურად გვერდში დავუდგე იმ ადამიანებს, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. უკრაინა ისე დგას და ზელენსკი ისეთი გმირი ადამიანი აღმოჩნდა, დარწმუნებული ვარ, სიკეთე იზეიმებს.

-მოგვიყევი შენს შვილებზე…

-პირველი ძალიან ჩუმია, არ აწუხებს არავის, მაგრამ ისიც არ უნდა შეაწუხო, თავისი კომფორტის ზონა აქვს შექმნილი. რაც შეეხება მეორეს, აწუხებს ყველას. ბავშვს რასაც ჰქვია ჭერიდან ვხსნით, ჰიპერაქტიურია, როდესაც ამ სახლში გადმოვედით ევრო რემონტი იყო, დღეს არაფერი აღარ არის დარჩენილი არც იმ რემონტისგან და არც ავეჯისგან, კედლები მესამედ გადავღებეთ უკვე. განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვს ყველასგან, სულ უნდა, რომ ყურადღების ცენტრში იყოს. თვითონ ძალიან დაკვირვებული და ყურადღებიანია. მესამე ძალიან მშვიდი და წყნარია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები