ფსიქოლოგი და ფსიქოთერაპევტი ნანა ფიფია სოციალურ ქსელში საინტერესო მიმოხილვას გვიზიარებს.
„მშობლის სიტყვა შვილს მიჰყვება მთელი ცხოვრება.
არა აქვს მნიშვნელობა, ბავშვი შეცდომას უშვებს თუ არა, გრძნობს დაძაბულობას, ტკივილს, სირცხვილს თუ შიშს- სიტყვებს უდიდესი ძალა და გავლენა აქვს მასზე.
რასაც არ უნდა ეუბნებოდეთ, თქვენი სიტყვების სარჩული მუდმივად სიყვარული და მიმღებლობა უნდა იყოს. ამას ბავშვი ყოველთვის ხვდება, ისმენს, იგებს და იღებს.
ეს სიტყვები არ იკარგება დროში,პირიქით, ეს ბავშვს ზრდასრულ ცხოვრებაში მოაქვს.მოაქვს ტვირთად თუ ძალად, აი სწორედ ამაზე აქვს პასუხისმგებლობა მშობელს“, – წერს ფსიქოლოგი.
