LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მშპ-ს რეალური ზრდის ტემპმა დეკემბერში 0.3% შეადგინა

34

2015 წლის დეკემბერში,  წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდის ტემპმა 0.3% შეადგინა.

2015 წლის პირველ კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის 3.3%-იანი საშუალო რეალური ზრდა დაფიქსირდა, მეორე კვარტალში საშუალო რეალურმა ზრდამ 2.5%, მესამე კვარტალში – 2.5%, ხოლო მეოთხე კვარტალში – 2.9% შეადგინა წინა წლის შესაბამის პერიოდებთან მიმართებით.

2015 წლის საშუალო რეალურმა ზრდამ კი 2.8% შეადგინა.

2015 წლის დეკემბრის მონაცემებით, სამეწარმეო სფეროს სტატისტიკის მაჩვენებლებში, ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებებისას გამოყენებულია დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა, რომელიც წინა წლის შესაბამისი თვის მაჩვენებელს 5.9%-ით აღემატება და 5,672.6 მლნ. ლარს შეადგენს, ხოლო ახალ დარეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა 3 779 ერთეულს გაუტოლდა, რაც 4.6%-ით მეტია 2014 წლის დეკემბრის  თვის მონაცემთან შედარებით.

მიმდინარე წლის დეკემბერში, მშპ-ს მნიშვნელოვანი რეალური ზრდა დაფიქსირდა შემდეგ სფეროებში:

  • სამთომოპოვებითი მრეწველობა – 25%
  • ქიმიური მრეწველობა – 15%;
  • ელექტროენერგიის წარმოება და განაწილება – 10%;

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში სტატისტიკის შეფასებისას აცხადებენ, რეგიონში მიმდინარე რთული ეკონომიკური მდგომარეობის მიუხედავად, ქვეყნის ეკონომიკა განაგრძობს ზრდას.

“შენელებული ზრდის ტემპის მიუხედავად, 2015 წლის მონაცემებით, საქართველოს რეალური ეკონომიკური ზრდა აღემატება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ გაკეთებულ პროგნოზს (საერთაშორისო სავალუტო ფონდი – 2.0%, მსოფლიო ბანკი – 2.5%),”- განაცხადეს სამინისტროში.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g