LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მშრალ ხიდთან ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

345
av

დღეს დილით მშრალ ხიდთან ავტოავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, ხოლო ერთი გარდაიცვალა. ინფორმაციას საპატრულო პოლიცია ავრცელებს. შემთხვევის შედეგად რამდენიმე ავტომანქანაც დაზიანდა. უწყების ინფორმაციით, დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ავარიის სავარაუდო მიზეზად სიჩქარის გადამეტება სახელდება, თუმცა შემთხვევას შესაბამისი უწყება უკვე იძიებს.

გამოძიება  დაწყებულია 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას ითვალისწინებს.

ზუგდიდში ავარიას პოლიციელი ემსხვერპლა 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g