31 ივლისს სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია ახალგაზრდა ქართველი მეზღვაურის გარდაცვალების შესახებ. გარდაცვლილი აჩი უსტიაშვილია, არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მოულოდნელად გარდაიცვალა.
არსებული ცნობით, შემთხვევა ნეიტრალურ წყლებში მოხდა – აჩი უსტიაშვილი ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავ გემზე იყო დასაქმებული.
აჩი უსტიაშვილს ოჯახის წევრები და მეგობრები სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსებით, საჯაროდ ემშვიდობებიან.
„26 წლის შეწყვეტილი სიცოცხლე. შენი მამიკო წამოვიდა შენს დასახვედრად, აჩი, დედიკო აქ გელოდება“, – წერს აჩი უსტიაშვილის მეგობარი სოციალურ ქსელში და არქივიდან აჩი უსტიაშვილის ვიდეოს აქვეყნებს.
„ცრემლებით ავაკოწიწე შენი ფოტოები, აჩი. იცით, როგორი ბიჭი იყო აჩი? ყველგან სითბოსა და სიყვარულს რომ აფრქვევდა, მოღიმარი, მოციმციმე თვალებით ყველას შეაყვარა თავი.
რამდენის გულები გაანადგურე და თან წაიღე. როგორ უნდა მოგინელოს შენმა მშობლებმა, მამიდებმა, მთელმა სანათესავომ, მეგობრებმა, ჩვენო მზეჭაბუკო. როგორ უნდა ჩავხედოთ შენს დედიკოს თვალებში, შენს გაყინულ მამიკოსა და ძმას რა ვუთხრათ, რით ვანუგეშოთ? გულიდან არ ამომდიხარ, ჩვენო ბიჭო. გელოდებით შორეული ნაოსნობიდან გულგახეთქილები“, – წერს აჩი უსტიაშვილის მეგობარი.
💔🕊️ცრემლებით ავაკოწიწიწე შენი ფოტოები აჩი,😭 იცით როგორი ბიჭი იყო აჩი? ყველგან სითბოსა და სიყვარულს რომ აფრქვევდა,მომღიმარი მოციმციმე თვალებით ყველას შეაყვარა თავი😭😭😭 რამდენის გულები გაანადგურე და თან წაიღე🥲 როგორ უნდა მოგინელოს შენმა მშობლებმა , მამიდებმა, მთელმა სანათესაომ , მეგობრებმა ჩვენო მზეჭაბუკო. 🥲🥲 როგორ უნდა ჩავხედოთ შენს დედიკოს თვალებში, შენს გაყინულ მამიკოსა და ძმას რა ვუთხრათ ,რით ვანუგეშოთ. ? 🥲🥲 გულიდან არ ამომდიხარ ჩვენო ბიჭო 💔🥲💔 გელოდებით შორეული ნაოსნობიდან გულგახეთქილები😭😭😭🕊️🕊️🕊️🕊️🕊️
Posted by Natali Natali on ოთხშაბათი, 30 ივლისი, 2025
„ჩვენო აჩი, დაგვღუპე და გაგვანადგურე, შვილო, გაუსაძლისი ტკივილი ხარ. აწი უშენოდ რა უნდა ვქნათ?“ – წერს ეკა ბერიძე სოციალურ ქსელში.
ჩვენო აჩი დაგვღუპე და გაგვანადგურე შვილო გაუსაძლისი ტკივილი ხარ. აწე უშენოდ რა უნდა ვქნათ😭😭 Achi Ustiashvili 😭😭😭💔💔
Posted by Eka Beridze on სამშაბათი, 29 ივლისი, 2025
„გული გაგლიჯე, აჩი. მშვიდად განისვენე, კაპიტანო“, – წერს ნიკა გორგოშაძე.
გული გაგლიჯე აჩი 💔 მშვიდად განისვენე კაპიტანო🤍🕊️🥀
Posted by Nika Gorgoshadze on სამშაბათი, 29 ივლისი, 2025
„დაგვადუმა შენმა ამბავმა, აჩი! მე და დედაჩემს სულ გვემახსოვრები! და სულ იქნები ჩვენი ტკივილი! შენს საუკეთესო დედას, მამას და ერთადერთ ძმას ვუსამძიმრებთ ამ გაუსაძლის ტკივილს! შენს დიდ ოჯახს და ნათესავებს“, – წერს მოქალაქე ზვიად სირბილაძე.
დაგვადუმა შენმა ამბავმა აჩი! მე და დედაჩემს სულ გვემახსოვრები! და სულ იქნები ჩვენი ტკივილი! Achi Ustiashvili შენ…
Posted by Zviad Sirabidze on ოთხშაბათი, 30 ივლისი, 2025
„აჩი! ჩემო მეგობარო! ჩემო გულით დიდო და ასაკით უმცროსო ძმაო! ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ ოდესმე მომიწევდა შენზე სამგლოვიარო სიტყვების წერა.
უხდებოდი შენს ქვეყანას, სჭირდებოდი შენს კუთხეს, გვჭირდებოდი ჩვენ – უფრო მეტად შენს ოჯახს, შენს მეგობრებს, შენს ახლობლებს…
მიდიხარ და მიგაქვს საოცრად ნატკენი და დაფლეთილი გულები.
რა ვუყოთ ძმაო, მეგობარო, სიკეთით სავსე ვაჟკაცო! ეს წუთისოფლის თანამდევი სენია. უფალს ებარებოდე“, – წერს კიდევ ერთი მოქალაქე სოციალურ ქსელში.
აჩი! ჩემო მეგობარო! ჩემო გულით დიდო და ასაკით უმცროსო ძმაო! ვერც კი წარმოვიდგენდი თუ ოდესმე მომიწევდა შენზე სამგლოვიარო…
Posted by Elguja Davitadze on სამშაბათი, 29 ივლისი, 2025
„სამყარო შოკშია. მთელი ქვეყნის დაუვიწყარი, მოუშუშებელი და მოულოდნელი ტკივილი ხარ“, – წერს თამუნა თურმანიძე სოციალურ ქსელში.
