საქართველოს ვიცე-სპიკერის, თეა წულუკიანის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე სიტყვით გამოსვლას სოციალურ ქსელში ზურა ხაჩიძე გამოეხმაურა.
„მშვიდად ვართ, იმიტომ რომ საქართველოს ჰყავს თეა წულუკიანისნაირი მაღალი დონის პოლიტიკოსი!“, – წერს ზურა ხაჩიძე.
თეა წულუკიანი: არ შეიძლება საუბარი იყოს გაყალბებაზე, როდესაც გამარჯვებულ პარტიასა და მეორე ადგილზე გასულ პარტიას შორის 800,000 ხმის სხვაობაა, ამგვარი გაყალბება ბუნებაში არ არსებობს!
„2022 წლიდან, იქმნება შთაბეჭდილება, რომ საქართველო უნდა დაისაჯოს ნებისმიერ ფასად“
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თეა წულუკიანმა სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ „ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ რაიმე სახის მოლაპარაკებები არ ყოფილა, ამიტომ სრულიად არასწორია იმის მტკიცება, რომ მოლაპარაკებები ჩვენი მხრიდან შეჩერდა“.