კობა ძიგრაშვილმა კლინიკა დატოვა.
ამის შესახებ სოციალურ ქსელში ნათია ნუცუბიძე წერს და იმ ადამიანებს, ვინც კობას დაეხმარა, საჯაროდ მადლობას უხდის.
ნათია აღნიშნავს, რომ კობა მალე სამშობლოში დაბრუნდება.
„მშვიდად, წყნარად დავტოვეთ კლინიკა. მალე სამშობლოში დაბრუნდება ახალი და კარგი ცხოვრებისთვის თქვენი წყალობით ჩემო კეთილო ხალხო. მადლობა ამ სიკეთისთვის დარწმუნებული ვარ, ღმერთი ან სამყარო 1000-ჯერ დაგვიბრუნებს ყველას ყველაფერს.
კობას ყველაზე დიდი სიყვარული სჭირდება ახლა რასაც ოჯახი მისცემს. უდავოდ. მილიონი მადლობა ყველას, ვინც ერთი დოლარი მაინც შეიტანა ამ სიკეთეში,“ – წერს ნათია ნუცუბიძე.
ცნობისთვის, კობა ძიგრაშვილი რამდენიმე დღის წინ შტატებში დაიკარგა.
მის მოსაძებნად კი ქართველი ემიგრანტები გაერთიანდნენ.
როგორც შემდეგ აღმოჩნდა, კობა მძიმე ავარიაში მოჰყვა, რის შედეგადაც, მას ფიზიკური და ფსიქოლოგიური ტრავმები აღენიშნებოდა.