LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მშვიდობა და დემოკრატია: ევროპარლამენტის არჩევნების მნიშვნელობა იზრდება – რა სურს ევროპელ ამომრჩეველს

129
1200x675_cmsv2_18ac4468-d47a-5e0

ევროპის ქვეყნების რესპონდენტთა 71%-მა განაცხადა, რომ ისინი დიდი ალბათობით მივლენ 720-ადგილიანი ევროპარლამენტის საარჩევნო უბნებზე – ასეთი შედეგები მიიღო ოფიციალურმა სოციოლოგიურმა სამსახურმა „ევრობარომეტრმა“. გამოკითხვაში მონაწილეობდა ევროკავშირის 27 ქვეყნის 26 ათასზე მეტი ადამიანი.

არჩევნები 6-დან 9 ივნისამდე ჩატარდება.

14%-მა განაცხადა, რომ ალბათ არ მიიღებენ მონაწილეობას, 13% – ჯერ ვერ ჩამოყალიბებულა.

სავარაუდო მონაწილეობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლები დაფიქსირდა დანიაში (87%), ნიდერლანდებში (86%), შვედეთში (81%), ფინეთსა (79%) და გერმანიაში (78%).

2019 წლის არჩევნებთან შედარებით სავარაუდო მონაწილეობის ზრდა შეინიშნება რამდენიმე ქვეყანაში (ჩეხეთი, რუმინეთი, ავსტრია, პოლონეთი…), ბულგარეთია ერთადერთი ბლოკის წევრი ქვეყანა, სადაც საარჩევნო უფლებას უფრო ნაკლები ხალხი გამოიყენებს.

ასეა თუ ისე, არჩევნებზე ხმის მიცემის მზაობა – მთელ ევროკავშირში შესამჩნევი მძლავრი ტენდეციაა. 60%-მა განაცხადა, რომ „დაინტერესებულია“ ან „ძალიან დაინტერესებულია“ ელექტორალური რბოლით.

„ევრობარომეტრმა“ მოქალაქეებს ასევე სთხოვა შეეფასებინათ ივნისის არჩევნების „მნიშვნელობა“: 53% მიიჩნევს, რომ „დიდი მნიშვნელობა“ აქვს, 36%-ის ზრით – „საშუალო“, 10%-ისთვის კი ეს მოვლენა „მცირე“ მნიშვნელობისაა.

არჩევნებისადმი მზარდი ყურადღება ევროპისთვის კრიტიკულ მომენტში ხდება, როდესაც უკრაინა ცდილობს რუსეთის შეჭრა მოიგერიოს, ხოლო ირანსა და ისრაელს შორის კონფლიქტი შესაძლოა უფრო ფართომასშტაბიან რეგიონალურ კონფრონტაციაში გადაიზარდოს.

არაპროგნოზირებადი მდგომარეობა გავლენას ახდენს ამომრჩეველზე: 81%-სთვის „მიმდინარე საერთაშორისო კონტექსტი ხმის მიცემას კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის“.

ბოლო თვეების განმავლობაში ევროპარლამენტში ჩატარდა მნიშვნელოვანი კენჭისყრა მიგრაციის, ხელოვნური ინტელექტისა და მედიის თავისუფლების საკითხებზე.

თუმცა ევროპარლამენტს სკანდალებიც ჰქონდა: „კატარგეიტიდან“ დაწყებული რამდენიმე დეპუტატის მიმართ ბრალდებით, რომ პრორუსულ პროპაგანდას ავრცელებდნენ.

მიუხედავად ამისა, რესპონდენტების 41% „დადებითი“ წარმოდგენისა საკანონმდებლო ორგანოზე. გამოკითხულთა 40% „ნეიტრალურია“, ხოლო 18%-ს „ნეგატიური“ წარმოდგენა აქვს. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც „ოპტიმისტები“ რაოდენობით აღემატებიან „სკეპტიკოსებს“.

საერთო ჯამში, ევროკავშირის მოქალაქეების 56%-ს სურს,რომ პარლამენტმა „უფრო მნიშვნელოვანი როლი“ ითამაშოს.

გამოკითხვისას მონაწილეებს შესთავაზეს დაესახელებინათ 4 თემა, რომელთა მიმართ განსაკუთრებული ყურადღების დათმობა სურთ.

სიღარიბესთან ბრძოლა და სოციალური იზოლაცია (33%), ჯანდაცვა (32%), ეკონომიკის მხარდაჭერა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა (31%), ასევე ევროკავშირის თავდაცვა და უსაფრთხოება (31%) – ამ საკითხებმა დაიკავეს პირველი ადგილი, რაც ბოლო წლეში მსხვილი კრიზისებისგან გამოწვეულ ბიძგებზე მოწმობს: COVID-პანდემია, რუსეთის შეჭრა უკრაინაში და სარეკორდო ინფლაცია.

ასევე გამოიკვეთა თემები – კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლა (27%), ევროპის მომავალი (26%), მიგრაცია და თავშესაფრის შეთავაზება (24%), დემოკრატია და კანონის უზენაესობა (23%) და სოფლის მეურნეობის პოლიტიკა (23%) – ყველა ეს საკითხი აქტიურად განიხილებოდა ამჟამინდელი მოწვევის კანონმდებლების მიერ.

„ევრობარომეტრმა“ უფრო ფილოსოფიურ ნოტაზე ცალკე კითხვა დასვა იმ ფასეულობებზე, რის დაცვასაც ისურვებდა ხალხი პარლამენტის მხრიდან. პოტენციურმა ამომრჩევლებმა უპასუხეს – „მშვიდობა და დემოკრატია“.

წყარო: euronews

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g