მშვიდობიან დემონსტრანტებს 300 000 აშშ დოლარის ოდენობის ჯარიმების დაეკისრათ მაშინ, როდესაც ივანიშვილმა თავისი ნახატების კოლექცია ჩამოიტანა საბაჟო გადასახადების გარეშე, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
“უსამართლობა საქართველოში: მშვიდობიან დემონსტრანტებს 300,000 აშშ დოლარის ოდენობის ჯარიმების დაეკისრათ ერთ დღეში. 18 მილიონი პროტესტის დაწყებიდან მაშინ, როდესაც “ოფშორების კანონისა“ და სანქციებისთვის გვერდის ავლის წყალობით ივანიშვილმა თავისი 1/2 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ნახატების კოლექცია ჩამოიტანა საქართველოში საბაჟო გადასახადების გარეშე” – წერს პრეზიდენტი.
#injusticeinGeorgia: 300.000$ fines imposed to peaceful protesters in 1 day. 18 million since the start of protests. While thanks to “offshore”lawand avoiding sanctions #Ivanishvili brought in Georgia his art collection worth 1/2 billion$ without paying any customs fee.
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) February 22, 2025