LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მშვიდობით, ჩვენი აღარა ხარ, მაგრამ არაფერიც არ მორჩა, ყველაფერი ახლა იწყება ჩემო მამუკა…“ – მაია დათუნაშვილი მამუკა ჩარკვიანს ემოციური პოსტით ემშვიდობება

706
მამუკა ჩარკვიანი

მუსიკათმცოდნე მაია დათუნაშვილი სოციალურ ქსელში ცნობილი ქართველი მომღერლისა და კომპოზიტორის, მამუკა ჩარკვიანის გარდაცვალებას ეხმაურება.

„……ჩემი მამუკა ჩარკვიანიც წავიდა, კაცობის, თბილისელობის, ჯენტლმენობის, მეგობრობის, ერთგულების, პატრიოტობის, გამძლეობის და მადლიერების ეტალონი.

ნიჭი, რომელსაც მამუკა ჩარკვიანი ჰქვია, სრულიად განსაკუთრებულია დღემდე ქართულ სასიმღერო სივრცეში, უნიკალური მუსიკალური ენით, სიტყვის და მელოდიის საოცარი ჰარმონიულობით, განცდის ინტონაციური გამოხატვის მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი მუსიკალური საიდუმლოებით…

და კიდევ, ფიქრით, სიმღერით გამოხატული ფიქრით სიყვარულზე, ამიტომ მამუკას ნიჭს განუმეორებელი ჰქვია. მშვიდობით, ჩვენი აღარა ხარ, მაგრამ არაფერიც არ მორჩა, ყველაფერი ახლა იწყება ჩემო მამუკა.“ – წერს მაია დათუნაშვილი.

მუსიკოსი და ავტორ-შემსრულებელი მამუკა ჩარკვიანი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 69 წლის ასაკში გარდაიცვალა.

„უცნაური რამ მოხდა, იმ დღეს, როცა მამუკა გარდაიცვალა“ – რას იხსენებს დათო ევგენიძე მამუკა ჩარკვიანზე

„მამუკა ჩარკვიანის შემოქმედება სამუდამოდ დარჩება ქართული კულტურის მნიშვნელოვან ნაწილად“ – კულტურის სამინისტრო

„მა, ჩემო ძვირფასო ბიჭო, ჩემო თვალისჩინო… წავიდა ჩვენი სიკეთე და სიყვარული, შენ აფეთქდები და იცოცხლებ ყველა ბგერაში, სტრიქონში… სტროფში“ – რას წერს მამუკა ჩარკვიანის ქალიშვილი

მამუკა ჩარკვიანი 24 აგვისტოს დაკრძალეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g