LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მშვიდობით, კრისტოფერ რობინ“: პირველი ტრეილერი გამოქვეყნდა (ვიდეო)

119

ქსელში ფილმის „მშვიდობით, კრისტოფერ რობინ“ ტრეილერი გამოქვეყნდა, რომელიც „ვინი პუჰის თავგადასავლის“ ავტორს, ალან მილნს ეძღვნება.

მთავარი როლი დონალ გლისონმა შეასრულა, ხოლო მისი მეუღლე კი მარგო რობიმ განასახიერა. აღსანიშნავია, რომ ისინი უკვე თანამშრომლობდნენ ადრე ფილმში „ბოიფრენდი მომავლიდან“.

ფილმის რეჟისორი საიმონ კერტისია. ბრიტანულ კინოგაქირავებაში კი პროექტი 29 სექტემბერს გამოვა.

ფილმში მწერლისა და მისი შვილის, კრისტოფერ რობინის ურთიერთობაა ასახული, რომლის სათამაშოებმაც მას ლეგენდარული ზღაპრის დაწერა შთააგონეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები