„ნიკო ფალიანი – ეს სახელი აღარასდროს დარჩება მხოლოდ ადამიანის სახელი. ის გახდა სიმბოლო თავისუფლების, სიმამაცის, თოვლიანი და მიუდგომელი მთის სიყვარულის, გაბედულებისა და დაუდგრომლობის“, – ასე ემშვიდობება უშბაზე ექსპედიციის დროს დაღუპულ მთამსვლელსა და სამთო გიდს, ნიკოლოზ ფალიანს თამარა ჩადუნელი.
მთის გიდი მესტიიდან, ნიკოლოზ ფალიანი, რომელიც 10 წელზე მეტი ექსპედიციებს თოვლზე, ყინულსა და კლდეებზე ხელმძღვანელობდა, უშბაზე რამდენიმე დღის წინ ტრაგიკულად დაიღუპა.
„სხვა სამყაროს მთებში შევხვდებით ჩემო ლეგენდა მეგობარო… ღიმილის ბიჭი…. ასეთი მემახსოვრები სულ… შენ აქ იყავი საჭირო, მე არ მახსენდება ახალგაზრდა ვინც ამდენი გააკეთა სვანეთისთვის და საქართველოსთვის…“ – ნიკოლოზ ფალიანს ახლობლები,მეგობრები, ოჯახის წევრები ემშვიდობებიან
მთის გიდი მესტიიდან, ნიკოლოზ ფალიანი, რომელიც 10 წელზე მეტი ექსპედიციებს თოვლზე, ყინულსა და კლდეებზე ხელმძღვანელობდა, უშბაზე რამდენიმე დღის წინ დაიღუპა.
„გამოსამშვიდობებელი სიტყვა – ნიკო ფალიანს, მთის შვილს…
ნიკო ფალიანი – ეს სახელი აღარასდროს დარჩება მხოლოდ ადამიანის სახელი. ის გახდა სიმბოლო თავისუფლების, სიმამაცის, თოვლიანი და მიუდგომელი მთის სიყვარულის, გაბედულებისა და დაუდგრომლობის. ნიკო იყო მთის შვილი – არა მხოლოდ იმიტომ, რომ მესტიაში დაიბადა, არამედ იმიტომ, რომ მთამ მასში ამოიცნო თავისი ღირსეული ძე.
ის იყო ადამიანი, ვინც თოვლიან მთის კალთებზე კი არ დადიოდა – მას ეცეკვებოდა. უშბის მწვერვალზე ასვლა, იქიდან დაშვება – ეს მისთვის არ იყო მხოლოდ სპორტი, ეს იყო ბუნებასთან დიალოგი, სიცოცხლის პულსზე ხელის დადება. მთამ ის თავისთან წაიყვანა არა იმიტომ, რომ დასჯა უნდოდა, არამედ იმიტომ, რომ მისსავით თავისუფალი სულები ცოტანი არიან. ნიკო დარჩება იმ თოვლიან ბილიკებზე, სადაც მის კვალს და გულშემატკივართა მოწიწებას დღესაც ვხვდებით.
ჩვენ ვემშვიდობებით არა მხოლოდ მეგობარს, ძმას, ვაჟკაცს – არამედ მთის სულს, რომელმაც თავისი ადგილი დაიმკვიდრა ამ ქვეყნის ცის ქვეშ და იმ ზეცაში, სადაც თავისუფლება უსაზღვროა. მშვიდობით, ნიკო – შენი სვლა თოვლში არასოდეს წაიშლება“, – წერს თამარა ჩადუნელი სოციალურ ქსელში.