ანსამბლ „სუხიშვილების“ ბალეტმეისტერსა და მოცეკვავეს, თენგიზ სუხიშვილის მეუღლეს, ინგა თევზაძეს, რომელიც 84 წლის ასაკში გარდაიცვალა, ოჯახის წევრები, კოლეგები და ანსამბლის წევრები ემშვიდობებიან.
ინგა თევზაძეს საჯაროდ, ემოციურად ემშვიდობება „სუხიშვილების“ მოცეკვავე ნათია ბაკურაძეც, რომელიც სოციალურ ქსელში წერს:
„მშვიდობით ქალბატონო ინგა.
მთელი ცხოვრება მადლიერი ვიქნები თქვენი ჩემს მიმართ გამოჩენილი სიკეთით. თქვენ იყავით ყველა ჩვენგანისთვის სილამაზის, გემოვნების და ადამიანობის მისაბაძი მაგალითი“, – წერს ნათია ბაკურაძე „ფეისბუკში“ და ინგა თევზაძესთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.
მშვიდობით ქალბატონო ინგა🥀 მთელი ცხოვრება მადლიერი ვიქნები თქვენი ჩემს მიმართ გამოჩენილი სიკეთით🤍 თქვენ იყავით ყველა…
Posted by Natia Bakuradze on ოთხშაბათი, 24 დეკემბერი, 2025
