LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მშვიდობით, ქალბატონო ქეთი… ადამიანი, რომელმაც ქართულ პედიატრიაში შექმნა ახალი ეპოქა“ – თემურ მიქელაძე გარდაცვლილ კოლეგას ემოციური პოსტით ემშვიდობება

976
თემურ მიქელაძე, ქეთი ნემსაძე

გუშინ, 20 ოქტომბერს, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ გაავრცელა სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაცია ცნობილი ექიმის, ქეთი ნემსაძის გარდაცვალების შესახებ.

„ძალიან სამწუხარო ამბავი ყველა პედიატრისა და ყველა ექიმისთვის“ – ივანე ჩხაიძე ცნობილი ექიმის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

„ქეთი იყო უბადლო ექიმი, სანიმუშო ხელმძღვანელი, საიმედო მეგობარი და კოლეგა, თბილი და მოსიყვარულე მეუღლე, დედა და ბებია“.

ცნობილი პედიატრის გარდაცვალებას ეხმაურება პედიატრი, თემურ მიქელაძე და კოლეგას ემოციური პოსტით ემშვიდობება:

„მშვიდობით, ქალბატონო ქეთი 💔

ადამიანი, რომელმაც ქართულ პედიატრიაში შექმნა ახალი ეპოქა“, – წერს თემურ მიქელაძე.

რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“ მწუხარებას გამოთქვამს ქეთი ნემსაძის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახსა და მეგობრებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g