LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მშვილდაძე: ველოდებით “ფორმულაზე” წილების დაყადაღებას

100
მიშა მშვილდაძე

ტელეკომპანია “ფორმულას” ერთ-ერთი დამფუძნებელი მიშა მშვილდაძე ყოფილი თავდაცვის მინისტრის, დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ შეტანილ კიდევ ერთ სარჩელს ეხმიანება და აცხადებს, რომ ელოდებიან “ფორმულაზე” წილების დაყადაღებას.

ამის შესახებ მშვილდაძე სოციალურ ქსელში წერს:

“ველოდებით “ფორმულაზე” წილების დაყადაღებას – თავდაცვის სამინისტრომ დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა ამ დილით.

რა თქმა უნდა, ეს გეგმაზომიერი ყოველდღიური საქმიანობის ნაწილია და არავითარი შეხება არ აქვს არც საარჩევნო პროცესის გაშუქების ხელის შეშლასთან და არც “ფორმულას” სარედაქციო პოლიტიკის კრიტიკულობასთან.

რავი აბა, თუ ვინმე კიდევ რამეს ვერ ხვდებით, მალადეც ბიძია, ოსკარი გეკუთვნით დებილის როლის საუკეთესო შესრულებისთვის, ასეთ დროსაც რომ ვერაფერს ხვდებოდნენ, ეგეთი დებილები ბუნებაში არ არსებობენ.” – წერს მშვილდაძე “ფეისბუქში”.

შეგახსენებთ, თავდაცვის სამინისტროს, დავით კეზერაშვილისა და მისი თავდაცვის მინისტრობის დროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსის, ალექსანდრე ნინუას წინააღმდეგ საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეაქვს, თავდაცვის უწყების მიმართ დანაშაულებრივი ქმედებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.

საქმეზე, რომლის შესახებაც თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, 7 სექტემბერს უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა და ტელეკომპანია “ფორმულას” დამფუძნებელს 5-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.

პროკურატურამ თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბრალი ერთ-ერთ პროექტში 5 600 000 ევროს გაფლანგვაში დასდო, ორ ინსტანციაში გამოძიებამ ბრალის დამტკიცება ვერ შეძლო. თავდაცვის სამინისტრო სასამართლოს სწორედ ამ თანხის ანაზღაურების მოთხოვნით მიმართავს.

 

პოპულალურები