LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მშვილდოსნებს მალე გვბეზრდება ერთფეროვნება, გვჯერა ალტერნატივების და ამიტომ ფოკუსი გვიჭირს, გვიყვარს ფლირტი და ბედნიერება, გვწამს ღმერთის, ვართ ზედმეტად ოპტიმისტები ურთიერთობებში, ვივიწყებთ ნებისმიერს ისე, როგორც არ არსებულა“ – რას წერს ალექსანდრა პაიჭაძე

201
ალექსანდრა პაიჭაძე

მოდელი და ტელეწამყვანი ალექსანდრა პაიჭაძე სოციალურ ქსელში აქტიურია და სიხარულით უზიარებს გამომწერებს მისი ცხოვრების საინტერესო ამბებს.

ცოტა ხნის წინ მან ევროპაში საყვარელ მამაკაცთან ერთად იმოგზაურა. თუმცა, რამდენიმე დღის წინ დაწერა, რომ 2019 წლიდან პირველი ზაფხულია, როცა ის მარტოა.

„2019 წლის შემდეგ პირველი ზაფხულია, როცა მარტო ვარ, გულწრფელად რომ ვთქვა, ცოტა რთული და დამაბნეველია“. – დაწერა ალექსანდრამ.

ამჯერად კი ალექსანდრა სოციალურ ქსელში მორიგ სტატუსს ავრცელებს და მისი ზოდიაქოს, მშვილდოსნის თვისებებზე ამახვილებს ყურადღებას.

„ლაღი, მჩატე, წრფელი, თავისუფალი, ღია, ნათელი, სექსუალური, სპორტული, და პროვოკაციული!! ასეთები ვართ მშვილდოსნები…

მალე გვბეზრდება ერთფეროვნება, გვჯერა ალტერნატივების და ამიტომ ფოკუსი გვიჭირს, გვიყვარს ფლირტი და ბედნიერება, გვწამს ღმერთის, ვართ ზედმეტად ოპტიმისტები ურთიერთობებში, ვივიწყებთ ნებისმიერს ისე, როგორც არ არსებულა, იუმორი და ინტელექტი ჩვენი იარაღია, ვიმსახურებთ საუკეთესოს კეთილი გულისთვის და ქარიზმისთვის, დაამატეთ რავი..“ – წერს ალექსანდრა პაიჭაძე სოციალურ ქსელში.

„ბოლო ფოტოები ყველაზე ნიჭიერ მოყვარულ ფოტოგრაფთან ერთად, მადლობა დევიდ“ – ალექსანდრა პაიჭაძე დავით კოდუასთან ერთად იტალიაში მოგზაურობს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g