LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსხვილი იმპორტიორები საწვავის ხარისხის კონტროლის გამკაცრებას მიესალმებიან

141

საქართველოს ტერიტორიაზე ტყვიაშემცველი საწვავის იმპორტისა და რეალიზაციის გამკაცრებას, საწვავის იმპორტიორი კომპანიები ეხმაურებიან. ,,გალფში’’ აღნიშნულ გადაწყვეტილებას მიესალმებიან.

როგორც „ფორტუნას“  ,,გალფის’’ ვიცე პრეზიდენტმა ნინო ჯიბლაძემ განუცხადა,  კონტროლის სერიოზული მექანიზმის არსებობა ბაზარზე უხარისო საწვავის წილს შეამცირებს.

,,მსხვილ კომპანიებს აქვს იმის რესურსი, რომ შეიძინოს ხარისხიანი საწვავი და მიაწოდოს მომხარებელს, მაგრამ ამ ბიზნესში არის კომპანიები, რომლებსაც უხარისხო ნავთობპროდუქტები შემოაქვთ და შესაბამისად, დაბალ ფასად ყიდიან. თუ სახელმწიფო ხარისხს რეალურად გააკონტროლობს და ეს ქმედითი ნაბიჯი იქნება, ჩვენ მხოლოდ მივესალმებით ’’- აღნიშნა ჯიბლაძემ.

რეგულაციებისა და სანქციების შემოღება მოსწონთ „ლიკოილშიც“. როგორც „ფორტუნას“ კომპანიაში განუცხადეს, „ლუკოილ ჯორჯია“ მომხმარებელს  უმაღლესი ხარისხის, ევროპული სტანდარტების შესაბამის (კერძოდ EURO 5) საწვავს, 2007 წლიდან სთავაზობს.

„საწვავის იმპორტი ხორციელდება  ბულგარეთიდან, ლუკოილის  კუთვნილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან. შესაბამისად, ჩვენ მივესალმებით ნებისმიერ რეგულაციას, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა საწვავის რეალიზაციასთან და გარემოს დაცვასთან არის დაკავშირებული,“- განმარტავენ „ლუკოილ ჯორჯიაში.“

საქართველოს ტერიტორიაზე ტყვიაშემცველი საწვავის იმპორტი და რეალიზაცია მკაცრდება. შესაბამისი ცვლილება შედის ”საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში.“ კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევაში, ტყვიაშემცველი საწვავის იმპორტიორი ყველა შემთხვევაზე  10 ათასი ლარით დაჯარიმდება, საწვავის წარმოებაზე სანქცია 9 ათასი ლარი იქნება, ხოლო შენახვა-რეალიზაციაზე – 2 ათასი ლარი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g