საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის დავით ნარმანიას განცხადებით, 2021 წლის 1 ივლისიდან ელექტროენერგიის ტარიფის სტრუქტურა შეიცვლება. ამის შესახებ დავით ნარმანიამ რადიო “ფორტუნას” ეთერში, გადაცემაში “დღის თემა” ისაუბრა.
ნარმანია აღნიშნავს, რომ “თელასი” და “ენერგოპრო” ორ-ორ ნაწილად უნდა გაიყოს, ისინი დარჩებიან ქსელის მფლობელ კომპანიებად.
როდიდან ამოქმედდება საქართველოში დიფერენცირებული ტარიფები
“მომავალი წლის ივლისიდან ამოქმედდება ელექტროენერგეტიკული ბირჟა, სადაც ენერგიით ივაჭრებენ მსხვილი მომხმარებლები, ისინი იყიდიან ბაზარზე, ანუ ჩამოშორდებიან „თელასის“ და „ენერგოპროს“ ქსელს და ბაზარზე იყიდიან ენერგიას.
ამასთანავე, „თელასსა“ და „ენერგოპროს“ გამოეყოფათ ცალკე ქსელური ნაწილი, რომლის ტარიფი ჩვენ დავადგინეთ, ხოლო მეორე ნაწილი, რასაც ქვია მიწოდების ნაწილი, იქნება ცალკე, ამიტომ ჩვენ მოგვიწევს, რომ ამ ცალკე ნაწილისთვის ცალკე გავცეთ ლიცენზიები გაზაფხულზე და ლიცენზიის გაცემის შემდეგ გადავამტკიცოთ ეს ყველაფერი.
ეს არის წმინდა, ტექნიკური და სამართლებრივი საკითხი, რასაც ფინანსურ კომპონენტთან მნიშვნელოვანი გავლენა ვერ ექნება,”-აღნიშნა დავით ნარმანიამ “ფორტუნას” ეთერში.