LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მსმენელს შესაძლებლობა ექნება, მოისმინოს ჩვენი „იმერული პოპური“, რომელიც სიყვარულით და ხალისით შევასრულეთ… ძალიან კარგი ნამუშევარი გამოვიდა“ – ანსამბლი „ოდა“ პრემიერით „არ დაიდარდოში“

328
ანსამბლი-ოდა

16 თებერვალს რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „რადიო დუეტი“ ანსამბლ ოდას წევრები სტუმრობდნენ, რომლებმაც მსმენელს ახალი ნამუშევარი, „იმერული პოპური“ წარუდგინეს.

რა სიახლეებია თქვენს შემოქმედებაში?

დავით ჩაჩხიანი: სიახლე, პირველ რიგში, ის არის, რომ ახალი სიმღერით მოვედით თქვენთან და რომ ერთგულ მსმენელს შესაძლებლობა ექნება, მოისმინოს ჩვენი „იმერული პოპური“, რომელიც სიყვარულით და ხალისით შევასრულეთ.

ვინ იყო იდეის ავტორი?

დავით ჩაჩხიანი: იდეის ავტორი გელა ბერაძე გახლავთ. უყვარს ეს სიმღერები და უნდოდა, რომ გაგვეკეთებინა. ძალიან კარგი ნამუშევარი გამოვიდა. არანჟირება ეკუთვნის ზაზა ხუბუკელაშვილის, რომელიც სასწაულებს ახდენს მუსიკალურ სამყაროში. ჩვენ, ასე ვთქვათ, ბედნიერ ვარსკვლავზე ვართ გაჩენილები, რომ ზაზასთან ერთად ვაკეთებთ ამ პროექტს და ჩვენს ალბომს. რაც შეეხება თვითონ სიმღერის სპეციფიკას, ვიტყოდი, რომ ძალიან საინტერესო მიმართულებაა, თითქოს ქალაქურისკენაც იხრება, მაგრამ მაინც ხალხურ მოტივებზეა. ინსტრუმენტალი ძალიან მდიდარია.

როგორ შეირჩა პოპურში შემავალი სიმღერები?

გელა ბერაძე: ჩვენ სხვა პოპურებიც გვაქვს, ამიტომ არ გაგვიჭირდა სიმღერების შეკრება და გაკეთება, მაგრამ მე ჩემს თავზე არ დავიბრალებ ამ პოპურის შედგენას, უფრო ჩვენი დიდი მეგობრის, ბატონ ბადრი კაკაბაძის სიყვარულით შეიქმნა ეს ნამუშევარი. პოპურის სულ პირველი სიმღერა ზუსტად ბადრის საყვარელი სიმღერაა.

დავით ჩაჩხიანი: ბატონი ბადრი კაკაბაძე გახლავთ იმერელი კაცი, რომელიც მხარში გვიდგას და ყველაფერს აკეთებს ჩვენთვის. ჩვენც ასეთი სიყვარულით და მონდომებით მივუდექით იმერულ სიმღერებს.

როდის იქნება მზად თქვენი ალბომი?

დავით ჩაჩხიანი: ჩვენ უკვე მეექვსე სიმღერას ვწერთ. ვგეგმავთ, რომ ალბომი დაახლოებით ზაფხულისთვის დასრულდეს.

ანსამბლი „ოდა“ – იმერული პოპური

გადაცემის აუდიოჩანაწერი

ანს. „ოდა“. ვიდეო კოლაჟი

ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები