Apple-ს ხელმძღვანელი ტიმ კუკი კიდევ ერთხელ ადასტურებს გავრცელებულ ხმებს კომპანიის ინოვაციური პროექტის Apple Car-ის შესახებ, რომელიც, როგორც ამბობენ, საავტომობილო ბაზარზე გადატრიალებას მოახდენს.
როგორც კუკი აცხადებს, მისი აზრით საავტომობილი ინდუსტრია დიდი ცვლილებების წინაშე დგას. მისივე განცხადებით ამის საბაბს კომპანიის მიერ შექმნილი CarPlay აძლევს. სწორედ ეს განცხადება მიიჩნიეს ექსპერტებმა იმის დასტურად, რომ Apple აქტიურად მუშაობს ავტომობილის შექმნაზე და უახლოეს მომავალში, კომპანიის მიერ ამ ავტომობილის პრემიერას ელოდებიან.