LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიო ბანკი: 2021 წლიდან საქართველოს ეკონომიკის აღდგენა დაიწყება

64
thumb

მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული გლობალური ეკონომიკური პერსპექტივების 2021 წლის იანვრის გამოცემის მიხედვით, 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა ექვსი პროცენტით შემცირდება. 2021 წლიდან კი ეკონომიკის აღდგენა დაიწყება და წლის ბოლოსთვის ზრდა 4 პროცენტს მიაღწევს. 2022 წელს, მსოფლიო ბანკის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა ექვსი პროცენტით გაიზრდება.

რაც შეეხება რეგიონის ქვეყნების ეკონომიკური ზრდის პროგნოზებს – 2021 წელს ყველაზე მაღალი ზრდა თურქეთში არის მოსალოდნელი. ამასთან, მსოფლიო ბანკის პროგნოზით, თურქეთი რეგიონის ერთადერთი ქვეყანაა, სადაც 2020 წელს რეცესიის ნაცვლად ეკონომიკური ზრდა იქნება.

სომხეთი – 2020 წელს 8%-იანი რეცესია; 2021 წელს 3.1%-იანი ზრდა;

აზერბაიჯანი – 2020 წელს 5%-იანი რეცესია; 2021 წელს 1.9%-იანი ზრდა;

რუსეთი – 2020 წელს 4%-იანი რეცესია; 2021 წელს 2.6%-იანი ზრდა;

თურქეთი – 2020 წელს 0.5%-იანი ზრდა; 2021 წელს 4.5%-იანი ზრდა;

უკრაინა – 2020 წელს 5.5%-იანი რეცესია; 2021 წელს 3%-იანი ზრდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g