LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიო ბანკი მზადაა საქართველოს რეგიონებისათვის დამატებით 40 მილიონი დოლარი გამოყოს

32

მსოფლიო ბანკი მზადაა საქართველოს რეგიონებისათვის  დამატებით 40 მილიონი დოლარი გამოყოს. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, თანხა დაიხარჯება 260 კმ შიდასახელმწიფოებრივი გზების რეაბილიტაციისთვის.

“ჩვენ მივიღეთ ამასთან დაკავშირებით მთავრობის თანხმობა და დავიწყებთ ძალიან აქტიურ მოლაპარაკებებს. თანხა მოხმარდება მცხეთა- მთიანეთში, გურიაში, შიდა ქართლსა და რაჭა-ლეჩხუმში შიდასახელმწიფოებრივი გზების რეაბილიტაციას,”- განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

მისი თქმით, მომდინარეობს მოლაპარაკება იაპონიის მთავრობასთან და იაპონიის განვითარების სააგენტოსთანაც.

” მოლაპარაკებები ეხება დამატებით 4 მილიარდ 410 მილიონი იაპონური იენის გამოყოფას, რომელიც  მხომარდება ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ქუთაისის შემოვლითი გზის დასრულებას და სამტრედიამდე გზის გაკეთებას,”- განაცხადა ხადურმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g