LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიო ბაზარზე საწვავის ფასი დაეცა

372

2016 წლის 28 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 49,71 (- 0,76)   დოლარი/ბარელზე.

ნიუ-იორკში  York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  48,70 (- 1,08) დოლარი/ბარელზე.

თუმცა, ქართულ ბენზინგასამართ სადგურებზე, კლება არ ასახულა და საწვავის ფასი კვლავ მაღალ ნიშნულზეა. (ბოლო ორი კვირის განმავლობაში ფასი 2-ჯერ გაიზარდა)

როგორც ”ფორტუნასთან” ნავთობპროდუქტების მწარმოებელთა, იმპორტიორთა და მომხმარებელთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილმა განაცხადა, იმისთვის რომ მსოფლიო ბაზარზე არსებული კლება საქართველოში არსებულ ნავთობკომპანიებზეც აისახოს, კლების ტენდენციის შენარჩუნებაა საჭირო.

”ეს არის რამდენიმედღიანი კლება. ამან უნდა მიიღოს ტენდენციური ხასიათი. ეს ნიშნავს იმას, რომ თუ 18-20 დღის განმავლობაში საწვავის ფასი მსოფლიოში დაიკლებს, ეს საქართველოს ბაზარზეც აისახება. სხვა შემთხვევაში ეს ვერ მოხდება ვერანაირად, რადგან მიმდინარე ეტაპზე კომპანიებს, პროდუქტი მაღალ ფასად აქვთ იმპორტირებული. სექტემბრის შუა რიცხვებიდან დღემდე, საერთაშორისო ბაზრებზე ფასები 10-15%-ითაა გაზრდილი”, – განაცხადა ვანო მთვრალაშვილმა.

მისივე თქმით, ამის პარალელურად აუცილებელია, ლარმა დოლართან მიმართებაში პოზიციები შეინარჩუნოს. სხვა შემთხვევაში, საქართველოში ნავთობის ბაზარზე დადებითი ტენდენცია არ აისახება.

მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასის მატება, ალჟირში, ოპეკის არაოფიციალურ შეხვედრაზე მიღებული გადაწყვეტილების შედეგია, რომელიც ნავთობის მოპოვების შემცირებას გულისხმობს.

თუმცა, ვანო მთვრალაშვილი ”ფორტუნასთან” განმარტავს, რომ მსოფლიო ბაზარზე ბოლო დღეების განმავლობაში ფასის კლება მიანიშნებს იმაზე, რომ დეკლარირებულ გადაწყვეტილებას ოპეკის წევრი ქვეყნები, ნავთობის მოპოვების შემცირებას არ ახორციელებენ.

საწვავის ფასი საქართველოში ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ორჯერ კორექტირდა. რის შედეგადაც, ბენზინის ფასი საშუალოდ, 15 თეთრამდე გაიზარდა.

 

 

magti 5g