LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიო კასკადიორთა დაჯილდოებაზე, ქართული ცეკვის ელემენტების გამოყენებისთვის, ლაშა მძინარაშვილმა საუკეთესო საბრძოლო სცენის კატეგორიაში გაიმარჯვა

191
BeFunky-collage (3)

მსოფლიო კასკადიორთა დაჯილდოებაზე, ლაშა მძინარაშვილმა საუკეთესო საბრძოლო სცენის კატეგორიაში გაიმარჯვა.

საუბარია მეთიუ ვონის ფილმზე „The Kings Man”, რომლის მთავარ საბრძოლო სცენაში ლაშა მძინარაშვილმა ქართული ცეკვის ელემენტები გამოიყენა და მსოფლიო კინო ინდუსტრიის შემქმნელები ქართული ცეკვის უნიკალურობაზე აალაპარაკა.

ჰოლივუდში, კასკადიორთა ამერიკელ ოსტატთა „ოსკარზე“ გამარჯვებულმა ქართველმა აუდიტორიას ემოციური სიტყვით მიმართა.

„ჩემი ოცნება ახდა! დღეს ისტორიული დღეა ჩემთვის და ჩემი ქვეყნისთვის, საქართველოსთვის! მე საქართველოდან ვარ! მე ვარ პირველი ქართველი მოცეკვავე და ქორეოგრაფი, რომელიც ჰოლივუდში ამ ჯილდოს ვიღებ. ბედნიერი ვარ, რომ ამაღამ აქ ვდგავარ თქვენთან ერთად. ეს იყო გამოწვევებით სავსე მოგზაურობა და აი, ჩვენ აქ ვართ ამაღამ! მინდა, მადლობა გადავუხადო Taurus Award-ის წევრებსა და King’s Man-ის მთელ გუნდს. მადლობა ჩემს მეგობრებს, ჩემს ქვეყანას, საქართველოს პრეზიდენტსა და კულტურის მინისტრს მხარდაჭერისთვის. მადლობა ჩემს მეუღლეს, გვანცას, რომელიც ახლა ორსულადაა, გუშინ მისი დაბადების დღე იყო. დაბადების დღეს გილოცავ გვანცა! ასევე, მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს ძმას, ჩემს მეგობრებს, კოლეგებს, ბაჩანა ჭანტურიას, რომელიც ასევე მუშაობდა ჩემთან ერთად ლონდონში და ეს ერთად გავაკეთეთ!“, – განაცხადა ლაშა მძინარაშვილმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g