მსოფლიო კოვიდ-19 საწინააღმდეგო ვაქცინების განაწილების კუთხით ”კატასტროფული ზნეობრივი მარცხის” პირასაა. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ტედროს ადჰანომ გებრეისუსმა განაცხადა.
მისი თქმით, ვაქცინების მიწოდებასთან დაკავშირებით გასულ წელს 44, წელს კი უკვე 12 ორმხრივი ხელშეკრულება გაფორმდა. იგი ქვეყნებსა და მწარმოებლებს ვაქცინების დოზების მთელი მსოფლიოს მასშტაბით უფრო სამართლიანად განაწილებისკენ მოუწოდებს.
"More than 39 million doses of vaccine have now been administered in at least 49 higher-income countries.
Just 25 doses have been given in one lowest-income country.
Not 25 million; not 25 thousand; 25"-@DrTedros #EB148 #COVID19 #ACTogether https://t.co/6Rom7e5Nz7 pic.twitter.com/hVi6nCqiXD
— World Health Organization (WHO) (@WHO) January 18, 2021
”პირდაპირ უნდა განვაცხადო – მსოფლიო კატასტროფული ზნეობრივი მარცხის ზღვარზეა და ეს მარცხი მსოფლიოს უღარიბეს ქვეყნებში სიცოცხლისა და საარსებო წყაროების ფასად დაგვიჯდება”. – აღნიშნა მან.
ჯანმო-ს დირექტორმა უთანასწორობის მაგალითად ის ფაქტი მოიყვანა, რომ 49 მაღალშემოსავლიან ქვეყანაში, საერთო ჯამში, ვაქცინების 39 მილიონ დოზაზე მეტი გახარჯეს, როდესაც ერთ-ერთმა ღარიბმა ქვეყანამ ვაქცინის მხოლოდ 25 დოზა მიიღო.