საქართველო ლიანა ისაკაძეს ემშვიდობება. ვირტუოზი მუსიკოსი 5 ივლისს, 78 წლის ასაკში გარდაიცვალა.
სამოქალაქო პანაშვიდი დღეს, წმინდა პანტელეიმონის სახელობის ეკლესიაში გაიმართა, სადაც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი იმყოფებოდა.
„მსოფლიო მნიშვნელობის ხელოვანი და განსაკუთრებული ადამიანი დააკლდა ჩვენს ქვეყანას და საზოგადოებას. სამწუხაროა, რომ ამ თაობის ბევრმა წარმომადგენელმა დაგვტოვა ბოლო წლებია. ეს ის თაობაა, რომელიც მაგალითი იყო ჩვენი საზოგადოებისთვის როგორც მათი პროფესიული მიღწევებით, ისე ადამიანურად და მორალურად. ვუსამძიმრებ მის ოჯახს, მის კოლეგებს, მეგობრებს” – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
გამოჩენილ ქართველ მევიოლინეს, ლიანა ისაკაძეს 7 ივლისს მახათას მთაზე, საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ.
მუსიკოსს 7 ივლისს, 14:00 საათზე თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრიდან გამოასვენებენ. მუსიკოსი, მევიოლინე ლიანა ისაკაძე 78 წლის ასაკში გარდაიცვალა.