LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიო რაგბის ახალგაზრდული ჩემპიონატი: პირველი ტურის შეჯამება

104

გუშინ თბილისსა და ქუთაისში სტარტი აიღო მსოფლიო რაგბის 20 წლამდელთა ჩემპიონატმაპირველ სათამაშო დღეს სამივე ჯგუფში ორორი შეხვედრა გაიმართა.

A ჯგუფი

ინგლისელებმა სამოა 74-17 გაანადგურეს და Aჯგუფს სათავეში ჩაუდგნენ, რაც შეეხება ავსტრალიას, კენგურუებმა უელსს 24-17 სძლიეს.

  1. ინგლისი – 5 ქ
  2. ავსტრალია – 4 ქ
  3. უელსი – 1 ქ
  4. სამოა – 0 ქ

B ჯგუფი 

ახალმა ზელანდიამ შოტლანდიას 42-20 სძლია, იტალიამ კი ერთქულიანი სხვაობით  21-22 დაამარცხა ირლანდია.

  1. ახალი ზელანდია – 5 ქ
  2. იტალია – 4 ქ
  3. ირლანდია  -1 ქ
  4. შოტლანდია – 0 ქ

C ჯგუფი 

სადებიუტო შეხვედრა არგენტინასთან უმცროსი ბორჯღალოსნების მარცხით დასრულდა. ვერცხლისქვეყნელებმა 37-26 გაიმარჯვეს. მეორე მატჩში სამხრეთ აფრიკასა და საფრანგეთს შორის ფრე  23-23 დაფიქსირდა.

  1. არგენტინა – 5 ქ
  2. საფრანგეთი – 2 ქ
  3. სამხრეთ აფრიკა – 2 ქ
  4. საქართველო – 0 ქ

ჯგუფური ეტაპის მომდევნო,მეორე ტურის მატჩები 4 ივნისს გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები