„მსოფლიო საფოსტო კავშირის“(Universal Postal Union) წერილის წერის საერთაშორისო კონკურსი „საქართველოს ფოსტის“ ორგანიზებითა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ასევე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერებისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების მხარდაჭერით, მიმდინარე წელს მეცხრედ გაიმართება.
“საერთაშორისო საფოსტო კავშირის” წერილის წერის საერთაშორისო კონკურსს საფუძველი ჩაეყარა 1971 წელს “მსოფლიო საფოსტო კავშირის” ტოკიოს კონგრესზე. „მსოფლიო საფოსტო კავშირის“ წევრი 192 ქვეყანაში, ეროვნული ოპერატორები მართავენ კონკურსს. ყოველწლიურად, მსოფლიო მასშტაბით, კონკურსში მილიონობით მოზარდი მონაწილეობს. სხვადასხვა ქვეყნებში გამოვლენილი გამარჯვებულები, საერთაშორისო მასშტაბით განაგრძობენ შეჯიბრს. „მსოფლიო საფოსტო კავშირის“ ჟიური გამოავლენს გამარჯვებულ ქვეყანას. დაჯილდოვდება ყველა მონაწილე. გამოვლინდება საუკეთესო სამეული, პირველი ადგილის მფლობელის ნამუშევარი კი გაიგზავნება „მსოფლიო საფოსტო კავშირში“ და ჩაერთვება საერთაშორისო საკონკურსო პროგრამაში.
2022 წლის საკონკურსო თემა გახლავთ “მისწერე წერილი გავლენიან ადამიანს თუ რატომ და როგორ უნდა მიიღონ ზომები კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით” (“Write a letter to an influential person about why and how to take action on climate change”). კონკურსის მიზანია, თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში, წერილის წერის ტრადიციის პოპულარიზაცია.
„მსოფლიო საფოსტო კავშირის“ საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებული წერილის ავტორის დაჯილდოების ცერემონია გაიმართება 2022 წლის 9 ოქტომბერს, ფოსტის საერთაშორისო დღეს, ქალაქ ბერნში, შვეიცარია.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია 9-15 წლამდე ასაკის მოზარდებს. ნამუშევარში აუცილებელია შემდეგი მოთხოვნების გათვალისწინება:
- სავალდებულოა, ნაშრომში შენარჩუნებული იყოს წერილის ფორმა;
- სავალდებულოა, წერილი იწყებოდეს მისალმებით;
- სავალდებულოა, მითითებული იყოს, როგორც გამგზავნის, ასევე, მიმღების მონაცემები;
- სავალდებულოა წერილი სრულდებოდეს გამგზავნის ხელმოწერითა და თარიღით;
- სავალდებულოა ნამუშევრის შინაარსი პასუხობდეს კონკურსის თემატიკას;
- კონკურსში მონაწილეობამდე ნამუშევარი არ უნდა იყოს გამოყენებული, გამოქვეყნებული;
- სავალდებულოა, წერილში, სიტყვათა რაოდენობა არ აღემატებოდეს 1000 ერთეულს;
- წერილი, შესაძლებელია შესრულებული იყოს ქართულ, არაბულ, ინგლისურ, ფრანგულ, პორტუგალიურ, რუსულ ან ესპანურ ენებზე;
- მონაწილე ვალდებულია წარმოადგინოს, როგორც ხელნაწერი ნაშრომი, ასევე, მისი ელექტრონული ვერსია. ელექტრონული ვერსიის და მონაწილის საკონტაქტო ინფორმაციის (სახელი, გვარი, ასაკი, ტელეფონის ნომერი, მისამართი) გაგზავნოს მისამართზე: [email protected];
- მხოლოდ ნამუშევრის ელექტრონული ფოსტით მიწოდების შემდგომ, მოხდება მონაწილეობის მსურველის კონკურსში რეგისტრაცია. წერილის ელექტრონული ვერსიის გამოგზავნიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა, მონაწილემ, უნდა წარმოადგინოს ნაშრომის დედანი, წინააღმდეგ შემთხვევაში ავტომატურად მოხდება კანდიდატის კონკურსიდან მოხსნა;
- აპლიკანტი ვალდებულია ნაშრომი წარმოადგინოს დალუქული კონვერტით და კონვერტზე დატანილი იქნას შემდეგი წარწერა: “წერილის წერის საერთაშორისო კონკურსი 2022“. სხვა ნებისმიერი: სახელი, გვარი, ზედმეტსახელი, პირობითი სახელის ან მაიდენტიფიცირებელი ნიშნის და/ან რაიმე სიმბოლოს დატანა იკრძალება;
- კონკურსანტს შეუძლია ისარგებლოს ახლომდებარე საფოსტო სერვისცენტრის მომსახურებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ან განათავსოს ნაშრომი „საქართველოს ფოსტის“ საფოსტო შემკრებ ყუთში. მომსახურება უფასოა;
- ელექტრონული რეგისტრაციის გავლის შემდეგ აპლიკანტი ვალდებულია 5 დღის ვადაში ისარგებლოს საფოსტო მომსახურებით და გაგზავნოს ნაშრომის დედანი (სასურველია ხელნაწერი);
- კონკურსის პირობიდან გამომდინარე, ნაშრომი შესრულებული უნდა იყოს მოსწავლის და არა მშობლის, ან პედაგოგის ან სხვა მესამე პირის მიერ;
- წერილის ავტორი აცხადებს თანხმობას, რომ საქართველოს ფოსტა: დაამუშავებს მის პერსონალურ მონაცემებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; საჯაროდ გამოაქვეყნებს წერილის შინაარსს წერილის ავტორის დამატებითი ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე.
ნამუშევრების მიღების თარიღი: 2022 წლის 2 მარტიდან. საკონკურსო ნამუშევრის ელ-ფოსტაზე და საფოსტო სერვისცენტრში მიღების საბოლოო თარიღია 2022 წლის 6 აპრილი.
ნამუშევრები უნდა გაიგზავნოს შემდეგ მისამართზე: შპს „საქართველოს ფოსტა“ ქ. თბილისი, სადგურის მოედანი 2, 0100 თბილისი, საქართველო, ტელ: +995 32 2240909, ელექტრონული ფოსტა: [email protected]