LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიომ იხილა, მაგრამ არ უნდოდა დაენახა არც ყირიმის ოკუპაცია, არც ომი საქართველოს წინაღმდეგ: ვოლოდიმირ ზელენსკი

140
ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, „მსოფლიომ იხილა, მაგრამ არ უნდოდა დაენახა არც ყირიმის ოკუპაცია, არც ომი საქართველოს წინააღმდეგ, არც მთელი დნესტრისპირეთის მოლდოვისგან მიტაცება, თუ როგორ ამზადებდა რუსეთი სხვა კონფლიქტებისთვის საფუძველს, მათი საზღვრების სიახლოვეს“.

უკრაინის პრეზიდენტმა მოუწოდა უშიშროების საბჭოს წევრებს, ტრიბუნალის წინაშე წარდგნენ და სამხედრო დამნაშავეებად გასამართლდნენ რუსული შეიარაღებული ძალების ის წევრები, რომლებმაც გასცეს განკარგულება და შეასრულეს ბრძანება უკრაინაში თავდასხმების განსახორციელებლად ისე, როგორც ეს ნიურნბერგის პროცესის დროს მოხდა, მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ.

„ვეტო არ უნდა იყოს სიკვდილის უფლება. აგრესია სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს მშვიდობით. აუცილებელია გადაწყვეტილების მიღება. ხოცვა-ჟლეტას სომალიში, ავღანეთში, იემენსა და ლიბიაში რომ ერთხელ მაინც მიეღო სათანადო პასუხი, ის შეწყვეტილი იქნებოდა და მსოფლიო შეიცვლებოდა. ალბათ არ იქნებოდა ომი ჩემს ქვეყანაში, ომი ჩემი ხალხის წინააღმდეგ.

მსოფლიო უყურებდა, მაგრამ არ უნდოდა დაენახა არც ყირიმის ოკუპაცია, არც ომი საქართველოში, არც მთელი დნესტრისპირეთის მიტაცება მოლდოვისგან, არც ის, როგორ ამზადებდა რუსეთი საფუძველს მათ საზღვრებთან ომისთვის“, – განაცხადა ზელენსკიმ.