LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიომ პუტინი დამნაშავედ გამოაცხადა… ვეღარ გავა კრემლიდან, გამოკეტილია მოსკოვში – ეს არის სიგნალი ივანიშვილისთვის: ლევან ხაბეიშვილი

219
Untitled design (1)

ჰააგის სასამართლოს მიერ ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერის გაცემას, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ეხმიანება და აცხადებს, რომ „მსოფლიომ პუტინი დამნაშავედ ოფიციალურად გამოაცხადა, ის კრემლიდან ვეღარ გავა და მოსკოვშია გამოკეტილი“.

ხაბეიშვილის თქმით, „ეს არის სიგნალი პუტინისტური რეჟიმებისათვის, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილისთვის“.

ჰააგის სასამართლომ ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი გასცა

მარია ზახაროვა: ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება რუსეთისთვის არაფერს ნიშნავს

„ბიძინა ივანიშვილის პატრონი, მსოფლიოში აღიარებული ტერორისტი პუტინი, ფაქტობრივად, ჩაკეტეს მოსკოვში, რაც ნიშნავს იმას, რომ მას აღარ შეეძლება ევროპაში, ცივილიზებულ სამყაროსთან კონტაქტი და თუ ის დააპირებს ამას, მას დააკავებენ. ეს არის კონკრეტული გადაწყვეტილება და ის, როგორც დამნაშავე მსოფლიომ უკვე ოფიციალურად გამოაცხადა. პუტინი ვეღარ გავა კრემლიდან და ის გამოკეტილია მოსკოვში. ეს არის სიგნალი პუტინისტური რეჟიმებისთვის, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილისთვის, რომ კიდევ უფრო ახლოვდება და რეალური ხდება სანქცირება, რუსი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის. მინდა გავაფრთხილო „რუსული ოცნების“ წარმომადგენლები საქართველოში, თქვენი პოლიტიკური დღეები დათვლილია და საქართველოს ისტორიის და მსოფლიო ისტორიის წინაშე თქვენ იქნებით თავმოჭრილები, შერცხვენილები როგორც მთავარი პუტინისტები და კრემლის გაგრძელება საქართველოში. კონკრეტული გადაწყვეტილება უკვე არსებობს და დამნაშავეს, მსოფლიოს ტერორისტს ფეხქვეშ რამდენიც არ უნდა გაეგოთ იცოდეთ, რომ ის დამარცხებულია, ის, როგორც პოლიტიკოსი აღარ არსებობს და დანარჩენი ცივილიზებული სამყაროსთვის ის არსებობს როგორც ტერორისტი“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

magti 5g