LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოს საუკეთესო ქვეყნების ათეულს კვლავ შვეიცარია ლიდერობს

B6168C8D-D0EB-42A0-8A11-50C99333FC2C_w1023_r1_s

მსოფლიოს 10 საუკეთესო ქვეყნიდან 4 ევროპულია. ჟურნალმა “World Report” ყოველწლიური რეიტინგი შეადგინა და ყველაზე კარგ ქვეყანათა შორის ლიდერ პოზიციებს – გერმანია, დიდი ბრიტანეთი, შვედეთი და საფრანგეთი იკავებენ. ისევე როგორც გასულ წელს, საუკეთესოთა შორის საუკეთესოს სტატუსი კვლავ – შვეცარიამ მოიპოვა. მეორე ადგილს კანადა, მესამეს კი – იაპონია იკავებს.

აღსანიშნავია, რომ სიის შედგენისას სპეციალისტებმა ისეთი კრიტერიუმებით იხელმძღვანელეს როგორიცაა – ტურიზმის განვითარება, სოციალური და კულტურული სფერო, ისტორიული მემკვიდრეობის მნიშვნელობა და ინოვაციების მიმართ დამოკიდებულება.

 

–

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები