LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოს 10 საუკეთესო ქვეყნიდან 6 ევროპულია

65

მსოფლიოს 10 საუკეთესო ქვეყნიდან 6 ევროპულია. საუკეთესო ქვეყანათა რეიტინგი ამერიკულმა ჟურნალმა US News & World Report-მა შეადგინა და სიაში სულ 80 სახელმწიფო მოხვდა. წელს საუკეთესოს ტიტული შვეიცარიამ მოიპოვა, მეორე ადგილზე კი კანადა გავიდა. ევროპის მასშტაბით საუკეთესოთა შორის მოხვდნენ – გერმანია, დიდი ბრიტანეთი, შვედეთი, ავსტრია, საფრანგეთი და ჰოლანდიაც. რაც შეეხება საუკეთესოდ აღიარების კრიტერიუმებს, სპეციალისტებმა ამა თუ იმ ქვეყნის – ტურისტული პოტენციალი, ინოვაციები, სოციალური სფერო, კულტურა, ეკონომიკა, ბიზნესისთვის ხელშეწყობა, ცხოვრების ხარისხი თუ ისტორიული მემკვიდრეობა გაითვალისწინეს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები