LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპის რომელ ქვეყნებშია ავტო მფლობელობა ყველაზე სარფიანი?

122
buy-car-switzerland

შვეიცარიელი მეცნიერების ახალმა კვლევამ აჩვენა, თუ რომელი ქვეყნებია ავტომობილის ფლობისთვის ყველაზე ხელმისაწვდომი. ექსპერტებმა გაითვალისწინეს საწვავის ფასი, გადასახადი სატრანსპორტო საშუალების ფლობისთვის, დაზღვევის ხარჯები და საშუალო ხელფასი თითოეულ ევროპულ ქვეყანაში.

ავტო მფლობელებისთვის ყველაზე სარფიანი შვეიცარია აღმოჩნდა. მიუხედავად მაღალი ფასებისა, ქვეყანა მძღოლებისთვის მაინც ძალიან ხელმისაწვდომია, რადგან ავტომობილის ყველა ხარჯს საშუალო ხელფასი ფარავს. საშუალო ხელფასი კი 5569 ევროს შეადგენს. ავტო მფლობელობა საკმაოდ კომფორტულია ასევე – ირლანდიაში, ლუქსემბურგსა და საფრანგეთში.

რაც შეეხება თურქეთს, მანქანის ფლობა ძალიან ძვირია. ასეთი დასკვნა ექსპერტებმა, ქვეყანაში არსებული საშუალო ხელფასის ავტოხარჯებთან შედარების შემდეგ მიიღეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები