LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოს 100 საუკეთესო სამზარეულოს შორის ქართული 26-ე ადგილზეა

483
მშია

ტრადიციული კულინარიის ონლაინ გიდმა TasteAtlas-მა მსოფლიოს 100 საუკეთესო სამზარეულოს რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელიც ვებგვერდის მომხმარებლებს შორის 2023 წელს ჩატარებულ იმ გამოკითხვებს ეყრდნობა, რომელთა მიზანიც საუკეთესო ტრადიციული კერძებისა და პროდუქტების გამოვლენა იყო.

შედეგად, რეიტინგის სათავეში იტალიური სამზარეულო მოექცა, ათეულში კი ისეთი ქვეყნები მოხვდნენ, როგორებიცაა იაპონია, საბერძნეთი, პორტუგალია, ჩინეთი, ინდონეზია, მექსიკა, საფრანგეთი, ესპანეთი და პერუ.

აღნიშნულ რეიტინგში ქართულმა სამზარეულომ 26-ე ადგილი დაიკავა. მომხმარებლებმა პროდუქტებს შორის საუკეთესოდ სულგუნი, ტენილი ყველი და ხმელი სუნელი დაასახელეს, კერძებს შორის კი ხაჭაპური, ხინკალი და ლობიო გამოარჩიეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g