LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოს 5 ყველაზე საშიში ტურისტული დანიშნულება

549
Michelle Jumping into Devil's Pool, Victoria Falls, Zambia. (Photo by Martin Callum)
http://www.flickr.com/photos/68022967@N00/

ბევრი მოგზაური მშვიდ დასვენებას ანიჭებს უპირატესობას, რაც სანაპიროზე წოლას და კულტურული ძეგლების დათვალიერებას გულისხმობს. ზოგიერთისთვის კი თავგადასავალი და ადრენალინი ძალიან მნიშვნელოვანია.
ნერვებთან მოთამაშე ტურისტებისთვის პლანეტის ყველაზე საშიში ღირსშესანიშნაობების სია შეადგინეს.

 

ნიანგის უბე


ავსტრალიური პარკის სტუმრებს მინის ყუთში ათავსებენ და წყალში უშვებენ. მტაცებლისგან მათ მხოლოდ 4 სანტიმეტრის სისქის კედელი იცავთ. „სიკვდილის კლეტკის“ ძირზე ხორცის ნაჭერს ამაგრებენ, რაც ნიანგების თავდასხმის მიზეზი ხდება. უზარმაზარ რეპტილიებთან ურთიერთობა 20 წუთი გრძელდება და ადრენალინიც გარანტირებულია.

 

ტროლის ენა


ნორვეგიის მთის შვერილი ერთი შეხედვით მართლაც ენას გავს. ნორვეგიელებსაც ბევრი არ უფიქრიათ და მას მითოლოგიური პერსონაჟის სახელი დაარქვეს. ძირს ჩამოვარდნის შიში ადრენალინის მოყვარულებს ვერ აშინებს. დანიშნულება ყველაზე მეტად ექსტრემალური კადრების გადაღების მსურველებს იზიდავს.

 

ეშმაკის შადრევანი


ზამბიისა და ზიმბაბვეს საზღვარზე მდებარე ვიქტორიას ჩანჩქერის ბოლოში ბუნებრივი აუზი წარმოიქმნება. ქვის კედელი ტონობით წყალს აკავებს და მშრალ სეზონზე იქ ბანაობაც ნებადართულია. მოცურავეებს ძირს ჩავარდნისგან სწორედ ეს პატარა კედელი იცავს. ჩანჩქერის სიმაღლე 100 მეტრია, ასე რომ საფრთხე ნამდვილად სერიოზულია.

 

სიკვდილის ბილიკი


ჩინეთის შუაგულში განთავსებული ატრაქციონი მთების და ადრენალინის მოყვარულებს იზიდავს. 30 მეტრის სიგრძის ბილიკი კლდეებზე მიმაგრებული მცირე ზომის ფიცრებითაა შექმნილი. თუკი ტურისტები შიშს დაძლევენ და ასობით მეტრის სიმაღლეზე განთავსებულ დაბრკოლებას გადალახავენ ულამაზეს მოედანზე მოხვდებიან, საიდანაც განსაკუთრებული კადრების გადაღებაა შესაძლებელი. ამის შემდეგ კი მათ უკან გამოსავლელი გზა ელოდებათ. მიუხედავად დამცავი აღჭურვილობისა ჩინური ატრაქციონი სუსტი ნერვების მქონე ადამიანებისთვის არაა შექმნილი.

 

საქანელა სამყაროს დასალიერში


ეკვადორში მდებარეობს ხეებზე აშენებული პატარა სახლი, რომლის ტოტებზეც საქანელაა ჩამოკიდებული. 2500 მეტრის სიმაღლეზე ქანაობას ყველა ადამიანი ალბათ ვერ გაბედავდა. არადა ხედი მართლაც განსაკუთრებულია, ფრენის შთაბეჭდილება კი დაუვიწყარი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g