LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მსოფლიოს ადამიანი: თბილისი, ვლადიკავკაზი, ინგლისი, შვეიცარია და ა.შ. მან არამხოლოდ საფეხბურთო გამოცდილება მიიღო, არამედ ცხოვრებისეულიც, კულტურულიც, გაიფართოვა თვალსაწიერი…“ – რუსეთის დუმის ექსდეპუტატი და ყოფილი მწვრთნელი ვალერი გაზაევი ყაველაშვილს წერილს უძღვნის

281
ყაველაშვილი და გაზაევი

საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტად არჩეულ მიხეილ ყა­ვე­ლაშ­ვილს, რომლის ინაუგურაციაც გუშინ, პარლამენტის შენობაში შედგა, მისი ყო­ფი­ლი მწვრთნე­ლი, რუ­სე­თის დუ­მის ყო­ფი­ლი დე­პუ­ტა­ტი ვა­ლე­რი გა­ზა­ე­ვი წერილს უძვღვნის.

წერილი რუსულ სააგენტო TACC-ზე ვრცელდება, სადაც გაზაევი ყაველაშვილს პასუხისმგებლობიანსა და ლიდერის ხასიათის მქონედ აფასებს. მიხეილ ყაველაშვილის ყოფილი მწვრთნელი მის ახალგაზრდობასა და საფეხბურთო კარიერას იხსენებს და წერს:

„როდესაც მიხეილი „სპარტაკ-ალანიაში“ მოვიდა, 23 წლის იყო, ახალგაზრდა და ნიჭიერი ფეხბურთელი. ჩვენ მასზე ბევრი ინფორმაცია გვქონდა: თბილისის „დინამოსა“ და საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი. სასიამოვნო და პასუხისმგებლობიანი ადამიანი იყო. პირველივე ვარჯიშებიდან ჩანდა, რომ მის წინაშე დიდი მიზნები და ამოცანები იდგა…

„მე ვაპირებ ვიყო ყველას პრეზიდენტი, იმის მიუხედავად, ვის მოვწონვარ და ვის არა!“ – მიხეილ ყაველაშვილმა საპრეზიდენტო ფიცი დადო

კო­ლექ­ტივ­ში მი­ხე­ი­ლი დიდი პა­ტი­ვის­ცე­მით სარ­გებ­ლობ­და, ფეხ­ბურ­თე­ლებ­თან კარ­გი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ჰქონ­და. ყვე­ლა ხე­დავ­და, რომ ის ბო­ლომ­დე იხარ­ჯე­ბო­და ფეხ­ბურთში, და პრე­ტენ­ზი­ე­ბი მის მი­მართ არა­სო­დეს ყო­ფი­ლა. ყავ­ლე­ლაშ­ვილ­მა თავი გა­მო­ი­ჩი­ნა რო­გორც გუნ­დურ­მა ადა­მი­ან­მა, ის ყვე­ლას ეხ­მა­რე­ბო­და. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ამ თვი­სე­ბას ახალ პო­ლი­ტი­კურ ცხოვ­რე­ბა­შიც აჩ­ვე­ნებს.

ძა­ლი­ან დამ­წყდა გული, რომ ის „მან­ჩეს­ტერ სი­ტი­ში“ წა­ვი­და, მაგ­რამ ვე­რა­ფერს გავ­ხდით, რად­გან ის ჩვენ­თან იჯა­რით იყო. ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნო შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ტო­ვებ­და რო­გორც სპორ­ტსმე­ნი, ადა­მი­ა­ნი და ლი­დე­რი. შემ­თხვე­ვი­თი არაა, რომ ის პრე­ზი­დენ­ტად ვი­ხი­ლეთ. ვფიქ­რობ, ეს დიდი ნდო­ბაა ქვეყ­ნი­სა და ხალ­ხის მხრი­დან, რა­საც დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, აუ­ცი­ლებ­ლად გა­ა­მარ­თლებს.

კი­დევ ერთხელ ვი­ტყვი, რომ ყა­ვე­ლაშ­ვი­ლი ყო­ველ­თვის იყო პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბი­ა­ნი. ამას­თან ერ­თად არის, ასე ვთქვათ, მსოფ­ლი­ოს ადა­მი­ა­ნი: თბი­ლი­სი, ვლა­დი­კავ­კა­ზი, ინ­გლი­სი, შვე­ი­ცა­რია და ა.შ. მან არამ­ხო­ლოდ სა­ფეხ­ბურ­თო გა­მოც­დი­ლე­ბა მი­ი­ღო, არა­მედ ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლიც, კულ­ტუ­რუ­ლიც, გა­ი­ფარ­თო­ვა თვალ­სა­წი­ე­რი…

მიხეილ ყაველაშვილი: „დარწმუნებული ვარ, ერთად შევძლებთ ევროატლანტიკურ სტრუქტურებში წარმატებულ ინტეგრაციას, ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის სტაბილურობის, კეთილდღეობის უზრუნველყოფას“

„სამ ათწლეულზე მეტია, ჩვენი ხალხის ყველაზე დიდი ტკივილია ქვეყნის დარღვეული ტერიტორიული მთლიანობა, დაკარგული ტერიტორიები და საოკუპაციო ხაზით გაყოფილი მოსახლეობა“

შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ჩვენ კარ­გი და თბი­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა შე­ვი­ნარ­ჩუ­ნეთ. როცა სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­ყა­ვი, შევ­ხვდით და სა­სი­ა­მოვ­ნოდ ვი­სა­უბ­რე. ყუ­რა­დღე­ბით ვა­დევ­ნებ თვალს ინა­უ­გუ­რა­ცი­ას. ვფიქ­რობ, ჩვე­ნი მე­დია ყვე­ლა­ფერს გა­ა­შუ­ქებს. რუ­სე­თი და სა­ქარ­თვე­ლო მე­ზობ­ლე­ბი არი­ან და მე­ზობ­ლე­ბი ყო­ველ­თვის მშვი­დად და თბილ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში უნდა იყ­ვნენ.

დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ სპორ­ტი ყუ­რა­დღე­ბის მიღ­მა არ დარ­ჩე­ბა. ყო­ფი­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი კახა კა­ლა­ძე, რო­მელ­მაც ბრწყინ­ვა­ლე სა­ფეხ­ბურ­თო კა­რი­ე­რა გა­ი­ა­რა, ახლა თბი­ლი­სის მე­რია, სპორ­ტს დროს უთ­მობს.

ზო­გა­დად, სპორ­ტში თა­ვი­ან­თი ქვეყ­ნი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო არე­ნა­ზე გა­მო­ჩე­ნილ ადა­მი­ა­ნებს, რო­გო­რი­ცაა ყა­ვე­ლაშ­ვი­ლი, უნდა ვენ­დოთ. მათ სა­კუ­თა­რი ხალ­ხი­სა და ქვეყ­ნის­თვის სარ­გე­ბე­ლი მოჰ­ქონ­დათ და მო­მა­ვალ­შიც ასე იქ­ნე­ბა“. – ნათქვამია ვალერი გა­ზა­ე­ვის წე­რილ­ში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g