მსოფლიოს ახალი კარაოკე-სენი მოედო, ხალხი პანდის, მარტორქის, მელიისა და სხვა ემოციების სახით ამღერდა. ყველაფერი კი სოციალური ქსელიდან Twitter-დან დაიწყო. იმ ადამიანებს, ვინც ახალი iPhone X-ის მფლობელი გახდა, საშუალება მიეცათ, რომ სიმღერები სხვადასხვა პოპულარული ემოციების დახმარებით შეესრულებინათ. პროგრამა სულ მალე ნამდვილ ვირუსად გადაიქცა და მთელი ინტერნეტსივრცე დაიპყრო. საქმე ისაა, რომ ახალ iPhone-ს აქვს კამერა, რომელსაც სახის ამომცნობი სისტემა აქვს ჩამონტაჟბული. ანიმირებული ემოციების შექმნაც სწორედ მისი დამსახურებაა. სიახლეს სახის 50-მდე მოძრაობის ამოცნობა შეუძლია, რაც იმას ნიშნავს, რომ ე.წ. „სმაილები“ ცოცხლდებიან და აპარატის მფლობელის მიმიკებს იდეალურად იმეორებენ.