საქართველოს ნაკრების წევრი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, მსოფლიო ჩემპიონი ნუგზარ წურწუმია 27 წლის ასაკში გარდაიცვალა.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია ავრცელებს.
ნუგზარ წურწუმიას მსოფლიო ჩემპიონატზე, ოქროს მედლის გარდა, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები აქვს მოპოვებული, გარდა ამისა, ის ევროპის ჩემპიონატის ვერცხლისა და ბრინჯაოსმედალოსანია.