LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოს ცნობილი ბრენდების ახალი კოლექციები მაღაზიაში ”სამოსი”

128

მაღაზია ”სამოსი” მომხმარებელს ახალ კოლექციებს სთავაზობს. როგორც მაღაზიის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა ნინი სანაიამ ”ფორტუნა პლუსს” განუცხადა”სამოსში” მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ქალის ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, აქსესუარები და ჩანთები შეიძინოს.

მისივე ინფორმაციით, მაღაზიაში წარმოდგენილია მსოფლიოს ისეთი ცნობილი ბრენდები, როგორებიცაა: Chanel, Dolce  & Gabbana, Givenchy, Gucci და სხვა.

”ამ ეტაპზე, ჩვენთან მაღაზიაში, ახალი კოლექციის ფარგლებში, ულამაზესი გამოსასვლელი კაბებისა და ყოველდღიური სამოსის  ფართო არჩევანი გვაქვს. უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენი მაღაზიის ერთი ნაწილი ინდურ კუთხეს  უკავია, სადაც ქალის აქსესუარები, სამოსი  და სახლის აქსესუარებია წარმოდგენილი”, – აღნიშნა სანაიამ.

მაღაზია ”სამოსი” თამარაშვილის 19 ნომერში მდებარეობს და ყოველდღე, შაბათის ჩათვლით,  11:00-დან 20:00 საათამდე, ხოლო კვირას 11:00-დან 19:00 საათამდე მუშაობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები