LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოს ცნობილი ბრენდების სამოსსა და ფეხსაცმელს საქართველოში 70%-ამდე ფასდაკლებით შეიძენთ

182
270269427-3007205456209686-2474822006438495027-n

მსოფლიოს ცნობილი ბრენდების სამოსსა და ფეხსაცმელს საქართველოში 70%-ამდე ფასდაკლებით შეიძენთ. საქმე ის არის, რომ „ბუტიკ 9ბ“-ში გრანდიოზული, საახალწლო ფასდაკლების აქცია მიმდინარეობს, რომელიც იანვრის ბოლომდე გაგრძელდება.

აქციის ფარგლებში, მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა, 50% და 70%-იანი ფასდაკლებით შეიძინოს სასურველი პროდუქცია „ბუტიკ 9ბ“-ს ძველი კოლექციიდან, ხოლო ახალ კოლექციაზე 20% და 30%-იანი აქცია ვრცელდება.

როგორც „ფორტუნას“ აღნიშნული ბუტიკის დამფუძნებელმა ლელა გიორგაძემ განუცხადა, „ბუტიკს 9ბ“-ში წარმოდგენილია აბსოლუტურად ყველაფერი, რაც ქალს სჭირდება: ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, თეთრეული, ჩანთები, აქსესუარები…

„ჩვენთან პროდუქცია ყოველ 1 კვირაში ერთხელ ახლდება. “ბუტიკ 9ბ”-ში თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ მსოფლიოს ყველა წამყვანი ბრენდის ლუქს ხარისხის რეპლიკები. თუკი რომელიმე აღიარებული ბრენდი ქმნის ახალ პროდუქციას, ის მაშინვე ხვდება ჩვენს მაღაზიაში“, – ამბობს ლელა გიორგაძე.

„ბუტიკი 9ბ“-ს დამფუძნებელი გასულ 2021 წელსაც აჯამებს და აღნიშნავს, რომ სამოსზე მოთხოვნა, პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაზრდილია. „ხალხი უფრო მეტად ყიდულობს სამოსს, ვიდრე მანამდე“, – დასძენს გიორგაძე.

ცნობისთვის, „ბუტიკის 9ბ“ ქართულ ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს. ამჟამად, ფლობს 2 ფილიალს – თბილისსა და ბათუმში, დასაქმებული ჰყავს 6 ადამიანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g