LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მსოფლიოს ფსიქიატრიული საავადმყოფოები მარიხუანას მწეველებითაა გადავსებული, რომლებსაც ათასგვარი ფობია, დეპრესია, უმძიმესი ფსიქიკური აშლილობები აქვთ“ – ფსიქოლოგი ლევან რამიშვილი 

997
ლევან მზაა

ფსიქოლოგი, ჰოლისტური სუნთქვის სპეციალისტი ლევან რამიშვილი საუბრობს, თუ რა გავლენას ახდენს ადამიანზე მარიხუანას ყოველდღიური გამოყენება და რატომაა ის საშიში.

„მარიხუანასთან დაკავშირებით მთელი საქართველო, განსაკუთრებით, მამაკაცები, კოგნიტიური დისონანსის მდგომარეობაში ვიმყოფებით.

ჩვენ გენეტიკურად გვახსოვს და წინა თაობებისგან ვიცით, რომ მარიხუანა არ არის ისეთი მავნებელი, როგორიც მძიმე ნარკოტიკებია, მაგრამ, ერთ რაღაცას ვერ ვითვალისწინებთ.

ბოლო წლებში მარიხუანას ახალი ჯიშები, გამოყვანილი ჰიბრიდული საშუალებები გაჩნდა, სადაც აქტიური ნივთიერება არა 10%-მდე, როგორც ეს ჩვეულებრივ ბალახში იყო, არამედ ზოგჯერ 45-50 და 60%-მდეც კი ადის.

ეს ნიშნავს, რომ, დღესდღეობით, მარიხუანა ერთ-ერთი ყველაზე საშიში და მძიმე ნარკოტიკია.

მსოფლიოს ფსიქიატრიული საავადმყოფოები მარიხუანას მწეველებითაა გადავსებული, რომლებსაც ათასგვარი ფობია, დეპრესია, უმძიმესი ფსიქიკური აშლილობები აქვთ.

ეს ყველაფერი მხოლოდ იმის გამო, რომ ძალიან ხშირად, ყოველდღიურად მოიხმარდნენ მას,“- ამბობს ლევან რამიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g