მსოფლიოს პირველი ჩოგანი, ამერიკელი სერენა უილიამსი ორსულად არის. celebtricity.com სპორტსმენის ახლო მეგობრის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ ჩოგბურთელი ფეხმძიმობის მეოთხე თვეშია.
გამოცემა წერს, რომ ბავშვის მამა კანადელი რეპერი დრეიკ გრემია. ინფორმაციას სერენას ორსულობის სესახებ დრეიკის ახლო მეგობარიც ადასტურებს. საინტერესოა, რომ 34 წლის უილიამსი საზოგადოებაში გამოჩენას ერიდება.
სერენა უილიამსი 69 ტურნირის გამარჯვებულია.




