,,ფორბსმა” ჯეი-ზი მსოფლიოში პირველ მილიარდერ რეპერად დაასახელა.
ყველაზე გავლენიანი ბიზნესგამოცემის ინფორმაციით, 49 წლის ჰიპ-ჰოპ შემსრულებლის ქონებამ 1 მილიარდ დოლარს მუსიკალური ბიზნესით, ტანსაცმლის ბრენდებით, უძრავი ქონებითა და სხვადასხვა ინვესტიციით მიაღწია.
ცნობილია, რომ ბიონსეს მეუღლის ქონების შეფასებისას, ჟურნალმა სწორედ კომპანიების შემოსავლები გაითვალისწინა.
შეგახსენებთ, რომ 2018 წელს ,,ფორბსმა” ჯეი-ზი ყველაზე მაღალანაზღაურებად რეპერად დაასახელა.