LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოს ქალაქები, სადაც ყველაზე ჯოჯოხეთური საცობებია

291
scb-newsw4345

ავტომობილთა რაოდენობა ყოველ წელს უფრო და უფრო იზრდება. მხოლოდ 2019 წლის მონაცემებით 75 ათასზე მეტი ახალი მანქანა გაიყიდა. ავტომობილი ძალიან დიდი კომფორტია და ცხოვრება მისი საშუალებით ბევრად უფრო მარტივდება. თუმცა, არის ერთი რამ რაც ყველა მძღოლს ნერვებს უშლის – საცობი.

დანიშნულების ადგილამდე მისაღწევად საათობით გზაში დგომას ნებისმიერი ადამიანისთვის შეუძლია განწყობის გაფუჭება. ეს პრობლემა ჩვენთან სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება, თუმცა როგორც გაირკვა მსოფლიოში არის ქალაქები სადაც თბილისზე არანკლებ და მეტადაც კი იტანჯებიან.

ნიდერლანდური კომპანია TomTom უკვე წლებია საცობების სტატისტიკას აწარმოებს და პლანეტის ყველაზე გადატვირთული ქალაქების რეიტინგსაც ადგენს.

წლევანდელ სიაში პირველი ადგილი მუმბაის ერგო. ინდური ქალაქი დილის 8 საათიდან საღამოს 9 საათამდე „დგას“. თუკი ავტომობილი კონდიციონერით არ არის უზრუნველყოფილი, ასეთი საცობი შესაძლოა სავალალო შედეგითაც კი დასრულდეს. როგორც ჰოლანდიელებმა დათვალეს დილის პიკი საათში ყოველ 30 წუთს, დამატებითი 24 წუთი ემატება, საღამო ხანს კი დგომის დრო 31 წუთით იზრდება.

კიდევ ერთი ინდური ქალაქი დელი საპატიო მეოთხე ადგილზე გავიდა. ინდოეთის ეკონომიკა იზრდება და მოსახლეობის შემოსავალიც იმატებს. სულ უფრო მეტ ინდოელს შეუძლია რომ ავტომობილი შეიძინოს და სიტუაცია უფრო გაართულოს.

საცობების მაჩვენებლით ლათინური ამერიკა თითქმის უკონკურენტოა. ლიდერთა სამეულში ერთდროულად ორი ქალაქი ბოგოტა (კოლუმბია) და ლიმა (პერუ) მოხვდა. ამერიკული სიტუაცია ინდურს ძალიან გავს, სოფლიდან ქალაქში მიგრაცია გზებისთვის სერიოზული გამოცდა აღმოჩნდა.

ყველაზე საცობიან ქალაქთა რეიტინგში ასევე – მოსკოვი, სტამბოლი, ჯაკარტა, ბანგკოკი და მეხიკო მოხვდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g